„დელუქს დეველოპმენტი“ 2015 წელს დაარსდა. კომპანიის ან გარიშზეა წარმატებით განხორციელებული ორი პროექ ტი: „დიღომი რეზიდენსი“ და „ვარკეთილი რეზიდენსი.“ მიმდინარე პროექტებიც ორ ლოკაციას მოიცავს: „სარაჯიშვილი რეზიდენსში“ ბინების 90% გაყი დულია და მშენებლობა 2018 წლის თებერვალში მთავრდება, ხოლო დიდ დიღომში მდებარე „დიღომი აპარტოტელში“ მშენებლობა დაწყებულია. კომპლექსი შედგება სამი 16, 15 და 14 სართულიანი ბლოკისგან. C ბლოკ ში მეხუთე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს, B ბლოკში I კომერციული სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება, ხოლო A ბლოკი ფუნდამენტის სამუშაოების ეტაპზეა. საცხოვრებელი კომპლექსის სრულად ჩაბარება 2019 წლის დეკემბერში მოხდება. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება 1300 კვ.მ გამწვანებული ეზო, რომელიც ბავშვთა გასართობ მოედანს, ველობილიკებსა და რეკრეაციულ ზონას მოიცავს. კომერციულ ფართებში კი ფიტნეს დარბაზი, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი და ა.შ. განთავსდება.
ახალი კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება. გამოყენებულ იქნება REHAU-ს ფირმის ენერგო ეფექტური მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, რომელიც 70%-მდე ამცირებს კომუნალურ დანახარჯს ზამთარში, OTIS-ის ფირმის საუკეთესო ხარისხის ლიფტები, „ბედეგის“ ფირმის იზობლოკით, რომელიც ხმის იზოლაციისა და ენერგო ეფექტურობის თვალსაზრისით ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა.
ბინები ბარდება როგორც შავი, ისე თეთრი კარკასის კონდიციაში, თუმცა ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გარემონტებული ბინის ჩაბარებაც.
კომპანიის კაპიტალი 100%-ით ქართულია.
მარტივი და მოსახერხებელია ანგარიშსწორების პირობებიც: „დელუქს დეველოპმენტში“ პირველადი შენატანი, სიმბოლურად, 1კვ.მ-ის ღირებულებას შეადგენს. კომპანიაში მოქმედებს 25-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება და შესაძლებელია 10 წლამდე იპოთეკური სესხით სარგებლობა.
„დელუქს დეველოპმენტი“ ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც 6 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება შესთავაზა მომხმარებელს. მყიდველი მხოლოდ ბინის ღირებულებას იხდიდა, – ყოველგვარი დანამატის გარეშე.
მომავალი წლის გაზაფხულიდან კომპანიას 4 ახალი პროექტი აქვს დაგეგმილი. „დელუქს დეველოპმენტის“ სამომავლო გეგმაშია დამკვიდრდეს ისეთ კომპანიად, რომელიც მომხმარებლებს მარტივად შეუქმნის შესაძლებლობას – შეაღონ თავიანთი საოცნებო სახლის კარი.
ყაზბეგის 24, თბილისი, საქართველო | ტ. 0322 00 88 88 | www.facebook.com/DeluxDevelopment | www.delux.ge