დადუნას ბლოგი

მე Burger Fan-ი ვარ!

და თანახმა ვარ ვჭამო ყოველ დღე… დილას და საღამოს☺

ბურგერის დაბადების ისტორიას არ მოგიყვებით. სანამ ამ ტექსტის წერას დავიწყებდი ბევრი წავიკითხე, რომ რამე პატარა ისტორია დამეწერა, მაგრამ რაც უფრო ჩავეძიე, უფრო და უფრო გართულდა ☺ და მივხვდი რომ კვერცხის და ქათმის ამბავი იყო!

მოკლედ, რაც არ უნდა სადავო იყოს ბურგერის დაბადების ადგილის ამბავი (მთავარია ჩვენთვის მაინც რომ არსე ბობს☺) ჩემთვის იგი მაინც ამერიკულია! ამერიკა და ბურგერი, იტალია და პიცა, საქართველო და ხინკალი და ა.შ.!

და მაინც რა არის ბურგერი?!

უბრალოდ ფარშის ბურთი და ფუნთუშა, თუ ყველაზე პოპულარული კერძი ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებშიც კი? სწრაფი კვებაა თუ ნამდვილი ჯანმრთელი საჭმელი? ჩემი აზრით ბურგერი არის საჭმელი, რომელიც ყველას უყვარს. 

დიახ, ბურგერი არის ჯადო!

ნამდვილი ბურგერი არასოდესაა სწრაფი კვება. ჩემთვის ის არის დაუსრულებელი შესაძლებლობა ექსპერიმენტე ბისთვის, რომელიც ზიანს არ აყენებს არც ჯანმრთელობას და არც ფიგურას! ეს არის ჩემთვის გასტრონომიული ხელო ვნების ნიმუში, მარტო იმიტომ რომ, როცა უყურებ სულ გინდება მისი ჭამა ☺! 

ამ ნომერშიც შევეცდები შემოგთავაზოთ ბურგერების სხვა დასხვა ვერსიები, რა თქმა უნდა, ჩემი იმპროვიზაციებით!

მე არ ვარ ბურგერის მომზადების დიდი ოსტატი, მაგრამ ჩემმა მისდამი პატივისცემამ და სიყვარულმა გადამა წყვეტინა, მესწავლა მისი მომზადება და, სხვათაშორის, როგორც სანდო წყაროები და გურმანები იუწყებიან, არც თუ ისე ცუდად გამომივიდა☺

მოკლედ ვისაც გიყვართ ბურგერები და არ გაქვთ ბევრი ფული (იმიტომ რომ სამწუხაროდ თბილისში ბურგერს ზედმეტად დიდი ფასი ადევს☺) მოამზადეთ სახლში!

პ.ს. გაუმარჯოს Burger-ს ☺

ქათმის ბურგერი

დაგჭირდებათ:
– ქათმის ხორცის ფარში – 250 გრ.
– მდოგვი – 1 სკ.
– ნიორი – 1 კბ.
– ხახვი – 1 თავი
– მარილი
– წიწაკა
– ჯინჯერი – 10 გრ.

სპეც სოუსისთვის დაგჭირდებათ:
– ოხრახუში – 50 გრ.
– ნიგოზი – 50 გრ.
– ნიორი – 2 კბ.
– ავოკადო – 1 ც.
– ძმარი – 2 ს. კ.
– ზეითუნის ზეთი

ყველაფერი კარგად დავაბლენდეროთ 

ბურგერის ასაწყობად დაგჭირდებათ:
– რუკოლა
– კიტრის სლაისები
– აზიური შემწვარი მაკარონი

FAN ბურგერი

დაგჭირდებათ:
– საქონლის ფარში – 200 გრ.
– ვორჩესტერული სოუსი – 20 გრ.

სპეც სოუსისთვის დაგჭირდებათ:
– კვერცხი – 2 ცალი
– ნიორი – 2 კბ.
– დიჟონური მდოგვი – 15 გრ.
– ხმელი ქინძი დაფქული – 5 გრ.
– ტარხუნა – 10 გრ.
– მწვანე წიწაკა – 5 გრ.
– ზეთი – 250 გრ.

ბურგერის ასაწყობად დაგჭირდებათ:
– სალათის ფურცლები
– კიტრის სლაისები
– მიკრო ბალახი რუკოლას გემოთი
– ყველი ჩედარი
– პურის ფუნთუშა
– ხახვის სლაისები

ეს ბურგერიც ავაწყოთ პირველი ბურგერის პრინციპით!

Beet ბურგერი

ვეჯი ბურგერი

დაგჭირდებათ:
– მოხარშული ჭარხალი – 250 გრ.
– ხახვი – 40 გრ.
– ნიორი – 1 კბ.
– მწვანე ხახვი – 30 გრ.
– ხმელი ქინძი – 10 გრ.
– დაღერღილი წიწაკა – 5 გრ.
– ქინძი – 10 გრ.
– ოხრახუში – 10 გრ.
– მჭადის ფქვილი – 30 გრ.
– სიმინდის სახამებელი – 15 გრ.

ეს ინგრედიენტები ერთად გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში. შევაზავოთ მარილით და შევწვათ 

სპეც სოუსისთვის დაგჭირდებათ:
– სამარხვო მაიონეზი
– ჭარხლის წვენი
– ნიორი
– მდოგვი – 10 გრ.

ბურგერის ასაწყობად დაგჭირდებათ:
– სალათის ფურცლები
– ყველი გაუდა
– კიტრის სლაისები
– ფერადი კომბოსტოს სლაისები
– წითელი ხახვის სლაისები
– მიკრო ბალახი რუკოლას გემოთი

FISH ბურგერი

დაგჭირდებათ:
– ტუნის კონსერვი თავისივე წვენში – 1 ც.
– წითელი კომბოსტოს მწნილი
– სახლის მაიონეზი
– მიკრო ბალახი თევზის გემოთი

მომზადება:
– კვერცხის გული – 2 ც.
– დიჟონის მდოგვი – 1 ს. კ.
– ლიმონის წვენი – 1 ც.
– თეთრი ძმარი – 1 ს. კ.
– შაქარი – 1 ს. კ.
– ნიორი – 1 კბ.
– მწიკვი მარილი
– ზეთი – 250 მლ.

Just ბურგერი

დაგჭირდებათ:
– საქონლის ფარში – 200 გრ.
– ვორჩესტერული სოუსი – 20 გრ.
– ძირა – 5 გრ.
– კოწახური – 5 გრ.
– წითელი დაღერღილი წიწაკა – 5 გრ.
– ნიორი – 1 კბ.
– ხმელი ქინძი – 5 გრ.

სპეც სოუსისთვის დაგჭირდებათ:
– მდოგვი – 20 გრ.
– ძმარი – 10 გრ.
– შაქარი – 10 გრ.
– მარილი – 5 გრ.
– შავი იწაკა – 5 გრ.
– ლიმონის ცედრა
– ზეთი – 250 მლ.

ბურგერის ასაწყობად დაგჭირდებათ:
– წიწმატი
– შემწვარი ბეკონის 2 ნაჭერი
– თოხლოდ შემწვარი კვერცხი
– ყველი ჩედარი
– ყველი გაუდა

მომზადება:
ფარში კარგად შევაზავოთ ზემოთ მოცემული ინგრედიენტებით და ისე შევწვათ! სხვა დანარჩენი მოვამზადოთ ზუსტად ისე, როგორც პირველ ბურგერში აღვწერე.

FAT ბურგერი

დაგჭირდებათ:
– საქონლის ფარში – 200 გრ.
– ვორჩესტერული სოუსი – 20 გრ.

სპეც სოუსისთვის დაგჭირდებათ:
– კვერცხი – 2 ც.
– ნიორი – 2 კბ.
– მარილი – 10 გრ.
– დიჟონური მდოგვი – 15 გრ.
– შავი წიწაკა – 5 გრ.
– შაქარი – 15 გრ.
– ჯინჯერი – 5 გრ.
– ბალზამიკო – 10 გრ.
– ზეთი – 250 მლ

ბურგერის ასაწყობად დაგჭირდებათ:
– ყველი ჩედარი – 1 თხელი ნაჭერი
– პომიდვრის თხელი ნაჭრები
– კარამელიზებული ხახვი – 30 გრ.
– სალათის ფურცლები
– ფერადი კომბოსტოს ნაჭრები
– აისბერგის და სტაფილოს სალათი

ბურგერ სალათისთვის დაგჭირდებათ:
– აისბერგის თხელი ნაჭრები
– სტაფილო დახეხილი
– არაჟანი
– მარილი
– წიწაკა

მომზადება:

ტაფა კარგად გაახურეთ, დააგდეთ კარაქის ნაჭერი და 20 გრ. ზეთი, რომ არ დაიწვას. კარგად გახურებულ ტაფაზე დადეთ მოცემული ფარში, რომელშიც არეულია ვორჩესტერული სოუსი. შეწვის დროს მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით შეწვით ორივე მხრიდან. ერთი მხრიდან როცა შეიწვება და გადაატრიალებთ, დაადეთ ყველი ჩედარი და დაახურეთ ტაფის სახურავი, რომ დადნეს.

სპეც სოუსის მომზადება:

სოუსისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი, ჩაყარეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ. ბოლოს პარალელურად დაამატეთ ზეთი, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის მაგვარი მასა. 

აწყობით სავალდებულო არაა რას რის შემდეგ დადებთ. შეიძლება ბურგერის დიდმა ოსტატებმა თქვან, რომ შეცდომაში შემყავხართ, მაგრამ არ მივაქციოთ ყურადღება, მენდეთ! მთავარია სოუსი ფუნთუშის ორივე მხარეს მოხვდეს, დანარჩენი უბრალოდ კარგად დაალაგეთ!

სენდვიჩ ბურგერი

დაგჭირდებათ:
– ქათმის მთლიანი ბარკლის ხორცი
– თაფლი – 1 ს. კ.
– მწიკვი დარიჩინი
– დაღერღილი წიწაკა
– ნივრის ფხვნილი
– მდოგვი – 1 ს. კ.
– ზეთი

ხორცი დავამარინადოთ მოცემულ ინგრედიენტებთან ერთად

სპეც სოუსისთვის დაგჭირდებათ:
– ჯინჯერი – 10 გრ.
– მდოგვი – 1 ს. კ.
– ნიორი – 1 კბ.
– მდოგვი – 1 ს. კ.
– ლიმონის წვენი
– ვორჩესტერული სოუსი – 20 გრ.
– შაქარი – 20 გრ.
– კვერცხის გული
– ზეთი – 20 მლ.

ასაწყობად დაგჭირდებათ:
– მჟავე კიტრის სლაისები
– კიტრის სლაისები
– პომიდვრის სლაისები
– სალათის ფურცლები
– წითელი ხახვის სლაისები
– მაყვლის სოუსი

ფოტო : ირა კურმაევა 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com