„სითი მოლი“ გლდანში

ბრენდული მაღაზიები, საკვები ობიექტები და გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის ‒ ეს ყველაფერია იმისთვის, რომ მომხმარებელმა შოპინგის დროს თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. „სითი მოლი“, რომელიც ქავთარაძის N1-ში მდებარეობს, 2018 წელს სიახლეებით ხვდება. მომდევნო წლის ნოემბრიდან დაგეგმილ სიახლეებთან ერთად შენობის გაფართოება იგეგმება.

ამ ეტაპზე „სითი მოლის“ შენობის ფართია – 17,000 მ2. ახალი შენობის გასაქირავებელი ფართი 57,000 მ2-ს შეადგენს, ხოლო სრული ფართი ბიზნეს ცენტრის გარეშე – 87,000 მ2 იქნება.

„სითი მოლის“ ხელმისაწვდომი ადგილმდებაროება, მას ყოველდღიური თავშეყრის ადგილად აქცევს. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დრო ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად საუკეთესოდ გაატაროთ.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანქანის პარკირება – „სითი მოლში“ ამაზეც იზრუნეს და მიწის ქვეშ 1500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი შენდება.

2018 წლიდან „სითი მოლი“ სრულა დ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას.

„სითი მოლი“ გლდანში

პირველად საქართველოში „სითი მოლის“ გლდანის ფილიალში ოფიციალური აუთლეტი Outlet2Go გაიხსნა. აუთლეტში წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის: Marks & Spencer, Gap, Banana Republic, Topshop, Aldo და ა.შ.

არსებულ კოლექციებზე მთელი წლის განმავლობაში იქნება 80%-იანი ფასდაკლება და კოლექციები ყოველდღიურად განახლდება. აქცია გავრცელდება, როგორც ტანსაცმელზე, ასევე ფეხსაცმელზე.

გლდანის „სითი მოლში“ „მაგელანის“ აუთლეტიც გაიხსნა, სადაც NorthFace-ისა და Timberland-ის ფასდაკლებულ კოლექციებს ნახავთ.

„სითი მოლში“ ასევე ნახავთ „კოტონის“ დიდი ფორმატის სავაჭრო სივრცეს, სამშენებლო მასალების მაღაზია „გორგია ექსპრესს“, ადიდასისა და პუმას აუთლეტს და კიდევ უამრავ სხვა საინტერესო ადგილს, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის.

გლდანის „სითი მოლი“ უკვე 1 წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს.

სითი მოლი გლდანი

მის.: ხიზაბავრის 1, თბილისი

www.thecitymall.ge

www.facebook.com/CityMallTbilisi

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com