TOM FORD

7 ნოემბერს მედია წარმომადგენლებს და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის TOM FORD-ის ექსპერტი, მიხაილ ტიმოფეევი შეხვდა. შეხვედრა „ლუტეციას“ მაღაზიაში წარიმართა(პეკინის ფილიალში), სადაც მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი.

TOM FORD-ი მსოფლიო ბრენდია, რომელიც მოდის დიზაინერმა ,სცენარისტმა,რეჟისორმა ,პროდიუსერმა ტომას ფორდმა შექმნა. იგი რამდენიმე წელი Gucci -ის და Yves Saint Laurent –ის კრეატიული დირექტორი იყო .TOM FORD-მა წლების მანძილზე დარგოვილი გამოცდილების შედეგად საკუთარი კომპანია დააარსა და დღეს , ის TOM FORD-ის მთავარი დიზაინერი და კრეატიული დირექტორია, რომელიც ქალისა და მამაკაცის სამოსს, აქსესუარებსა და პარფიუმს აწარმოებს.

TOM FORD-ის პროდუქტები გამოირჩევა ინგრედიენტების სიძვირფასით. ყველაზე წარმატებული დიზაინერის პირადი ლაბორატორიის მიერ შექმნილი უნიკალური სუნამოები მუდამ ტრენდული და მარადიულია. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სუნამოს BLACK ORCHID ინგრედიენტი თავად ტომ ფორდის გამოყვანილია

TOM FORD-ის სუნამოები პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“-მ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2007 წელს შესთავაზა. ამჟამად კი ქსელში წარმოდგენილია ორი TOM FORD – Signature და ექსკლუზიური TOM FORD Private Blend ხაზით. მათ შორის ლიმიტირებული გამოშვებებიც.

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com