სასტუმრო Best Western Kutaisi ქალაქის ისტორიულ ცენტრში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს. სასტუმროს 45 ნომერი მყუდროდ და თანამედროვე სტილშია მოწყობილი და თქვენი კომფორტისთვის საჭირო ყველა დეტალითაა აღჭურვილი. სამი უნივერსალური საკონფერენციო დარბაზი საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს საქმიან სტუმრებს. მისი ორიგინალური დეკორაცია და თანამედროვე მოწყობილობა, პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, დაგეხმარებათ თქვენი ღონისძიების წარმატებით ორგანიზებაში.
ნინო წითლანაძე – გაყიდვების აღმასრულებელი
გასტრონომიული სიამოვნება სასტუმრო „ბესტ ვესტერნი ქუთაისის“ მთავარი მიზანია. რატომ შეიძლება შედიოდეს ადამიანი სასტუმროში თუ ღამის გათევას არ აპირებს? რა თქმა უნდა, კარგი და ჯანმრთელი სტეიკისა და სალათებისთვის, გემრიელი დესერტისა და მომღიმარი პერსონალისთვის. სასტუმროს ლოკაცია და ხედები ყველა პირობას გვიქმნის, ერთხელ მაინც მოსული სტუმარი ‒ კიდევ ბევრჯერ მოვიდეს. ბოლო სართულზე განთავსებულია Roof Top Grill რესტორანი, სადაც გთავაზობთ გრილზე მომზადებულ ხორცის ნაჭრებისა და ახალი თევზის ფართო ასორტიმენტს. ტერასა ტრადიციულ ქართულ კერძებთან და ქუთაისის თავბრუდამხვევ და თვალწარმტაც ხედებთან ერთად, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად საუკეთესო არჩევანია.
პირდაპირ ქუჩიდან შედიხართ „კაფე ტიციანში“, სადაც მთელი დღის განმავლობაში გთავაზობთ სრულ საუზმეს / შვედურ მაგიდას და გემრიელ წასახემსებლებს; კაფეს ძირითადი კერძი ბურგერია, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ადგილობრივ მომხმარებელში.
ესპანელმა შეფ-მზარეულმა ალ ებ რი გონსალესმა გულდასმით შეისწავლა ქართული სამზარეულო. უკირკიტა, შეიყვარა, სულ ცოტათი დახვეწა და დღეს ქალაქში უკვე ყველამ იცის, რომ ჩვენნაირი ჭვიშტარი და აფხაზურა არავის აქვს. მისი მარჯვენა ხელი ლევან დადიანია, რომელიც ქალაქში საუკეთესო სტეიკებს და ბურგერებს ამზადებს.
პერსონალს დიდი გულისყურით ვარჩევთ, ვასწავლით და ვზრდით. გამოწვევაა ასეთ ქალაქში ახალი თავშეყრის ადგილის გაჩენა. ისეთის, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეისვლებოდეს. ჰოდა, ჩვენც ძალისხმევას არ ვაკლებთ.
ქუთაისმა თუ შეგიყვარა ‒ ყველა შეგიყვარებს.
11 Grishashvili Street
Kutaisi, 4600 Georgia
+995 322 19 71 00
info@bwkutaisi.com
www.bwkutaisi.com