ახალი შეფი და ახალი გასტრონომიული შეგრძნებები “ტიფლის ვერანდისგან”

მუზაფერ დემირჩი – შეფ-მზარეული 

სადილი თბილისის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობების ფონზე. წარმოიდგინეთ, მაღალი კლასის რესტორანი, ულამაზესი ტერასებით, სადაც ერთდროულად უმეგრიელეს კერძებს აგემოვნებთ და ქალაქის ხედებით ტკბებით. „ტიფლის ვერანდა“ უკვე რამდენიმე წელია თავშეყრის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება და სახელი უგემრიელესი სამზარეულოთი და ულამაზესი პანორამული ხედებით გაითქვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვერანდას ყოველ საღამოს კიდევ უფრო ამშვენებს, გემოვნებიანი მუსიკა ცოცხალი შესრულებით. აქაურობას განსაკუთრებული ხიბლი ზაფხულში აქვს, მაშინ, როცა ქალაქში ძალიან ცხელა, აქ, სასიამოვნო სიგრილეა. 

მუდმივი სიახლეები „ტიფლის ვერანდის“ განუყოფელი ნაწილია. ამ ზაფხულს ტერასებზე ინტერიერი მთლიანად იცვლება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლეა სამზარეულოში: ვერანდის გუნდს ახალი შეფ-მზარეული ჰყავს, რომელიც თურქეთიდან, უზარმაზარი გამოცდილებითა და მრავალფეროვანი მენიუთი ჩამოვიდა. მუზაფერ დემირჩი „კულინArt“-ის მკითხველს განახლებული სამზარეულოს დეტალებზე გაესაუბრა:

– ბატონო მუზაფერ, პირველ რიგში მოგვიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობდით თბილისში ჩამოსვლამდე? 

– მე, დავიბადე თურქეთში, ბოლუს პროვინციაში. 56 წლის ვარ. მამაჩემი მზარეულია და მისი შემხედვარე სულ ვიცოდი, რომ მეც ამ სფეროში ვიქნებოდი. ჩემი პირველი სამსახური ერთ-ერთ ძალიან ცნობილ რესტორანში იყო. 1998 წელს კი გადავწყვიტე სასტუმროების ბიზნესში მეცადა ბედი. მიმუშავია თურქეთის ბევრ ცნობილ სასტუმროში, როგორებიცაა: “Kempinski”; “Radisson”; “Ramada” და სხვა… ერთხელ “Hilton”-იდან დამირეკეს და შეთავაზებას დავთანხმდი. ამ სასტუმროში მე ვიყავი პირველი თურქი შეფ-მზარეული. სტამბოლიდან იზმირში გადავედი და იქ დაახლოებით 18 წელი ვიმუშავე. 

შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი ბიზნესის აწყობა. გავხსენი თევზის რესტორანი. ბიზნესს ნახევარი წელი ვუძღვებოდი შემდეგ კი ისევ დავბრუნდი დიდ „ავიაციაში“, იმიტომ რომ მივხვდი, ბიზნესი ჩემთვის არ არის. მე მირჩევნია ვიყო სამზარეულოში. ახლა, როგორც ხედავთ, აქ ვარ. 

– რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა? 

– თავგადასავლების საძიებლად წამოვედი. 56 წლის ვარ და ჯერ ისევ ძიების პროცესი არ დამისრულებია. ახალი გამოწვევებისა და სიახლეებისთვის საქართველო კარგი ადგილი აღმოჩნდა. ის თურქეთთან ‒ ჩემს სახლთან ახლოსაა და ამავე დროს სრულიად განსხვავებული კულტურის ქვეყანაა. მომწონს აქაურობა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და რაც ჩაფიქრებული მაქვს გამომივა. 

– „ტიფლის ვერანდის“ ახალი შეფ-მზარეული ხართ, რა სიახლეებს გეგმავთ მენიუს მიმართულებით? 

– ჯერჯერობით ვაკვირდები, მაინტერესებს რა მოსწონს ხალხს, რას მიირთმევენ სტუმრები ყველაზე ხშირად. მე მინდა ნაცნობ კერძებს ახალი, განსხვავებული და განსაკუთრებული სახე მივცე. რამდენიმე კერძზე მუშაობა უკვე დავასრულე. 

– ქართული სამზარეულო თუ მოგწონთ? 

– რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად კი ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, იმან, რომ თქვენ ხორცს ზედმეტს არაფერს უკეთებთ და რეალურ გემოს უნარჩუნებთ, ეს კი ძალიან კარგია. 

– რა იქნება თქვენი მთავარი კერძი მენიუში? 

– განახლებულ მენიუში საკმაოდ ბევრი კერძია. მაგალითისთვის, ორაგულს მოვიყვან, რომელსაც მწვანილებში ვკმაზავ და ორთქლზე ვამზადებ, რაც ბუნებრივ გემოს არ აკარგვინებს. ჩვენს მენიუში ორაგულის რამდენიმე კერძი იქნება წარმოდგენილი. 

– დესერტის მიმართულებით რას გვთავაზობთ? 

– მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ. სულ ვცდილობ ახალი გემო შევქმნა. დესერტების შემთხვევაში, როცა ყველაზე ფაქიზ კომბინაციებთან გვაქვს საქმე, ინგრედიენტების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს. დესერტები სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ჩვენს სტუმრებს ვპირდები, რომ ისინი ქალაქში საუკეთესო დესერტებს დააგემოვნებენ. 

– ქართული სამზარეულოდან რა იქნება ახალ მენიუში წარმოდგენილი? 

– ვაპირებ, რომ ტრადიციული კერძები განსხვავებული ფორმით მივაწოდო სტუმრებს. ჩვენს მენიუში აქამდეც ბევრი ქართული კერძი გვქონდა. ახლა კი, ტურისტების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვამატებთ აჭარულ და ფენოვან ხაჭაპურს, ხინკალსა და ქაბაბს, რომლის დაგემოვნებაც სტუმრებს 12:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ. ყველა სხვა კერძი კი სამუშაო საათების ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. 

– ბატონო მუზაფერ, ზაფხულში რას გვირჩევთ, როგორ ვიკვებოთ? 

– ზაფხულში აუცილებელია მსუბუქად კვება. მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, სასურველია, სწორედ მსუბუქი კერძები იყოს თქვენ დღის რაციონში. სიცხეში მძიმე საჭმელი რეკომენდებული არ არის. 

გაითვალისწინეთ „ტიფლის ვერანდის“ შეფ-მზარეულის რჩევები და თუ გადაწყვეტთ, საღამო სასიამოვნო მუსიკისა და ულამაზესი ხედების ფონზე გაატაროთ, „ტიფლის ვერანდა“ ამისთვის საუკეთესო ადგილია! 

შებოლილი ორაგული 

საქონლის ნეკნი 

ბატკნის ნეკნები 

ტიფტიკ ქებაბი

ჩიზქეიქი 

მის: ძველი თბილისი, გორგასლის ქ. #3 (საასტუმრო „ტიფლის პალასი“) ტელ: 2 000 245 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com