ჩაყინული
ფოტო: LIG Studio
ჩაყინული
ყინული-არის უფერო, მაგრამ აქვს ფაქტურა, მას არ აქვს სუნი, მას აქვს ტემპერატურა. ის მკვრივია, მაგრამ სითხედ გარდაქმნის უნარი გააჩნია.
ყინულს აქვს საოცარი თვისება კონსერვირების. მას შეუძლია პირველადი სახე შეუნარჩუნოს ყველაფერს, მას ერთგვარად შეუძლია გააჩეროს დრო.
დნობის პროცესი- ძალზედ პოეტურია. ის ცოცხალი პროცესია და დროის დინებას ჰგავს. ის რაც იყინება, დროშიც ჩერდება.
ქართული სუფრა – ზოგისთვის საყვარელი, საამაყო, სახალისო; სხვისთვის მოსაწყენი, ყელში ამოსული, თუ
სამარცხვინო…
ფაქტია ერთი რამ, რომ ქართული სუფრა, და მასთან ერთად ჩვენც, ჩვენი ტრადიციებით თუ არატრადიციულობისაკენ ლტოლვით, ვართ ამ ყველაფერში ჩაყინილი და დროშიც გაჩერებული.
საინტერესოა ხანგრძლივი და ნელი ლღობის პროცესის შემდეგ რა დაგვრჩება?
ისევ ხინკალი? თონის პური? ბოლოკი?…