5 ინგრედიენტი 4 ადამიანზე

1.ჩერი პომიდორი- 1/2 კილო

2_issue_culinartfkw
2.ფრანგული ლობიო-  1/2 კილო

2_issue_culinartcbj
3.ყველი ფეტა-1/2 კილო

2_issue_culinartcwk
4.რეჰანი- 2 კონა

 2_issue_culinartcx-
5.ბალზამიკო
გემოვნებით

ინგრედიენტების რაოდენობა გემოვნებით, ან რომელიმე პროდუქტის მიმართ თქვენი დამოკიდებულების მიხედვით, შეგიძლიათ განსაზღვროთ (მაგალითად, ჩემი გემოვნებით, ბალზამიკო ამ სალათს დიდი რაოდენობით უხდება). ინგრედიენტების კარგად გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ, ჩერი პომიდორს ვჭრით შუაზე. ფრანგულ ლობიოს ( მე გაყინულ ლობიოს ვხმარობ, რომელსაც მოწალვა სჭირდება) ვყრით ადუღებულ წყალში 8 წუთი, შემდეგ ვშუშავთ ნელ ცეცხლზე ზეითუნის ზეთში, დაახლოებით, 5 წუთი. ვყრით საწურზე, რომ გაცივდეს და ცხიმისგან დაიწუროს. ყველს ვჭრით კუბებად. გარეცხვის შემდეგ, რეჰანს ვაშრობთ და ვჭრით სქლად. ყველაფერს დიდ ჯამში ვურევთ, ვასხამთ დიდი ოდენობით ბალზამიკოს და მარილს გემოვნებით.

მე არ ვარ პროფესიონალი შეფი, უბრალოდ მიყვარს გემრიელი საჭმელი და მის მოსამზადებლად კარგ რეცეპტებს, მეგობრების რჩევებს, ინტერნეტს და ხშირად იმპროვიზაციას ვიყენებ. საჭმლის მომზადების პროცესი ძალიან სასიამოვნოა, თუ მთელი გულით და მონდომებით ვამზადებ ახალ, ან თუნდაც მრავალჯერ მომზადებულ კერძს, შეგრძნება ყოველ ჯერზე განსხვავებულია და შეიძლება ანალოგიური რეცეპტით სხვადასხვა დროს მომზადებული კერძი განსხვავებული გამოვიდეს. მაგრამ გემრიელი კერძის მოსამზადბლად, ყველაზე მნიშვნელოვანი გემოვნება და კულინარიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ახლა კი, სანამ ჩემი საგაზაფხულო სალათის რეცეპტს წარმოგიდგენდეთ, საჭმლის მომზადების მთავარ საიდულმოს გაგანდობთ-გემრილელი კერძის მომზადება ყველას შეუძლია, მთავარია გიყვარდეთ ჭამა და გძნობდეთ გემოს. დანარჩენი მხოლოდ ინგრედიენტები და თანმიმდევრობაა. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ დაფიქრდით, წარმოუდგენელია მთელი გულით და სიყვარულით მომზადებული საჭმელი უგემური გამოვიდეს.

FL#1

ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათი 

ჩერი პომიდვრისა და ფრანგული ლობიოს სალათი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com