Wendy’s ქართული ბურგერების ახალი გემო

განსხვავებული პროფესიისა და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დოლიძეზე მდებარე “Wendy’s”-ის ყველაზე დიდ რესტორანში, ახალი – ქართული ხორცით დამზადებული ბურგერების დასაგემოვნებლად შეიკრიბნენ. ამიერიდან, ამერიკული რესტორნების ქსელი “Wendy’s”-ი, ერთგულ მომხმარებელს, ქართული პროდუქტებით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს. ბურგერები ქართული პურითა და ხორცით მზადდება. ახალი ბურგერების დეგუსტაციის შემდეგ სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს:

დალი ცატავა – გასტრონომიული ექსპერტი

– რასაკვირველია დადებითად ვაფასებ ამ ფაქტს, იმიტომ, რომ მე ამას ზოგადად, როგორც ქართულ ბიზნესს ისე ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქსელური, გლობალური პროდუქტია. მაგალითად, თუ “Wendy’s”-ის მომხმარებელი საქართველოში დააგემოვნებს ამ პროდუქტს და ნახავს, რომ აქ განსხვავებული გემო აქვს ხორცს, ეს იქნება პირდაპირი გზა, სხვა ქართული გასტრონომიული შედევრების დასაგემოვნებლად, იმიტომ რომ ყველა არ არის გურმანი და ყველას არ აინტერესებს ქვეყნის კულინარია, თუმცა უმრავლესობისთვის ეს ტრენდული თემაა და აინტერესებს. მომხმარებელი, რომ ნახავს განსხვავებას ეს უკვე სხვა აღქმას ავითარებს. ჩვენი კულტურა, ჩვენი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ფერმერული ინდუსტრია უფრო წინ წამოიწევს. პირადად მე, როგორც მოქალაქე დიდ მადლობას ვუხდი ამ იდეის ავტორს 

ქეთი სალაყაია – რესტორატორი

– დღეს ჩვენმა მეგობრებმა დაგვპატიჟეს. ძალიან კარგია რომ “Wendy’s”-მა ქართული პროდუქციის გამოყენება დაიწყო. გარდა იმისა, რომ ხორცის გემო იქნება სხვა, კიდევ ქართულ ეკონომიკასაც წაადგება. მისასალმებელია და კარგი იქნება თუ სხვა რესტორნები და კაფეტერიები აიტაცებენ ამ წამოწყებას. 

სალომე შარვაძე- მსახიობი

– “Wendy’s”-ის ხშირი სტუმრები ვართ, იმიტომ რომ ბურგერი ყველა ბავშვს უყვარს. ახლა უკვე მშვიდად ვარ, ვიცი, რომ საუკეთესო ინგრედიენტებით მზადდება. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვს წონაში მატება არ ჰქონდეს. ამიტომ ვფიქრობ, მე და მართა კიდევ უფრო ხშირად და რაც მთავარია თამამად ვესტუმრებით “Wendy’s”-ს რესტორნების ქსელს. 

ქეთა ლომიძე – ჟურნალი "კულინArt" ის მთავარი რედაქტორი

– ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როცა ეს არის ამერიკული რესტორნების ქსელი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ქართული პროდუქტის ამ კუთხით ჩართვა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. მე და დემე “Wendy’s”-ის ხშირი მომხმარებლები ვართ, აქ კარგი გარემოა ბავშვის გასართობად. ასევე ხშირად ვართ დაბადების დღის ცენტრის სტუმრებიც. პირადად მე, ძალიან მიყვარს. იქიდან გამომდინარე, რომ აქაური გარემო, მენიუ ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის, აუცილებელიცაა, რომ ხარისხიანი პროდუქტი მივირთვათ. კარგი იქნება თუ სხვა კვების ობიექტებიც “Wendy’s”-ს მიბაძავენ. 

ბახვა ბრეგვაძე – მსახიობი

– მივესალმები ამ ახალ წამოწყებას, მიხარია, რომ ბურგერები უფრო ჯანსაღი გახდა და ხორცი აღარ იქნება გაყინული. ყველას გვიყვარს ამის ჭამა და თან მაინც გვეშინია ხოლმე. მიყვარს “Wendy’s”-ს ბურგერები და ახლა კიდევ უფრო ხშირი მომხმარებელი გავხდები, რაც აუცილებლად აისახება ჩემს წონაზე, მაგრამ ვფიქრობ მიირთვა ვენდის ბურგერი, იგივეა რაც სახლში ისადილო კატლეტითა და პურით. მე ძალიან მიხარია, როცა ქართული პროდუქციით ამზადებენ რესტორნებში, კაფეებში და ახლა ამას უკვე ასეთი საერთაშორისო ბრენდიც აკეთებს. 

გიორგი ბარბაქაძე – მსახიობი

– მე და ჩემი მეგობრები კვირაში ორჯერ მაინც ვსტუმრობთ აქაურობას. ყველაზე ხშირად ბურგერებს ვაგემოვნებთ. ახალი ბურგერები ძალიან მომეწონა, უფრო გემრიელია ვიდრე ადრე იყო და ჯანსაღადაც გამოიყურება. 

რუსკა ქარქაშაძე – მსახიობი

– “Wendy’s”-ის ხშირი მომხმარებელი ვარ, იმიტომ რომ ბურგერები ძალიან მომწონს, გემრიელია და ვიზუალურადაც მადისაღმძვრელი. W ბურგერს გასინჯვისთანავე შევატყე, რომ ახალი ხორცითაა დამზადებული და ძალიან გემრიელია. ვფიქრობ მოუხდა ქართული პროდუქტი. 

ელენე კოხრეიძე – მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ იმპორტი ჩაგვენაცვლებინა ადგილობრივი პროდუქტით. ამ პროექტზე მუშაობა 2015 წლიდან დავიწყეთ. “Wendy’s”-ის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიაა “მარშე”, რომელიც ყოველდღიურად გვიმზადებს და გვაწვდის ჯანსაღ ხორცპროუქტებსა და პურს. გემოვნურ თვისებებსაც რომ დააკვირდეთ, განსხვავებას აშკარად შეატყობთ. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ დააგემოვნოს “Wendy’s”-ის ახალი ბურგერები. 

განახლებული მენიუს დაგემოვნებას უახლოეს მომავალში თბილისის გარდა რეგიონების მოსახლეობაც შეძლებს. რამდენიმე თვეში სამი ახალი ობიექტის გახსნას ვაპირებთ. ყოველდღიურად ვმუშაობთ ახალი ბურგერების შექმნაზე. ჩვენს მენიუს სტეიკ ბურგერი დავამატეთ, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომხმარებელი ისიამოვნებს “Wendy’s”-ის ახალი შემოთავაზებით. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com