ბავშვთა კვება

თბილისი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მერვე კონგრესს მასპინძლობდა. აღნიშნული ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო ბავშვთა კვება „სემპერი“. კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მას, მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან ერთად, თბილისისა და რეგიონების პედიატრებიც ესწრებოდნენ. 

წლევანდელი კონფერენცია ერთდღიანი იყო. პედიატრებმა მედიცინაში აქტუალური საკითხები განიხილეს ‒ მეცნიერების ახალი დასკვნები და მათი რეკომენდაციები ბავშვთა კვების თემაზე და პედიატრიის სხვა აქტუალურ საკითხებზე. 

სწორედ, ამ თემის ირგვლივ იმსჯელეს კონგრესის სტუმრებმა. 

ლია ჟორჟოლიანი  – ი. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კათედრის გამგე, პროფესორი 

– ეს კონგრესი საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ არის მოწყობილი და უკვე მერვედ ტარდება. ეს ასოციაცია ჩვენმა წინაპრებმა დააარსეს და დიდი პატივითა და რუდუნებით მოიტანეს დღემდე. 

მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე გახლდათ, რომელმაც, სამწუხაროდ, ორი თვის წინ დაგვტოვა. სწორედ მის ხსოვნას მივუძღვენით წლევანდელი შეკრება. 

რაც შეეხება კონგრესის სასაუბრო თემას ‒ ეს გახლავთ პედიატრიის აქტუალური საკითხები. მაგალითისთვის, ჰემატოლოგია, ალერგოლოგია, რევმატოლოგია, ინფექციები, ასე რომ, თითქმის ყველა აქტუალური საკითხის განხილვა მოვასწარით. რაც მთავარია, სასიხარულოა, რომ ამ თემების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. 

ლია ჟორჟოლიანი – პედიატრი, პროფესორი 

– ქალბატონო ლია, კონფერენციაზე აქცენტირებული იყო ბავშვთა კვება. რომელ ძირითად საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება? 

– ძირითადად, რამდენიმე საკითხის გარშემო ვტრიალებდით. პირველი და უმთავრესი ეს არის ‒ ძუძუთი კვების ოქროს სტანდარტი. დღეს, ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებს შორის დიდი დავაა, იმის შესახებ თუ როდიდან უნდა დავუმატოთ ბავშვს ხელოვნური კვება. ბევრი ფიქრის შედეგ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ 4-დან 6-თვემდე ეს არის ტოლერანტობის ფანჯარა, როდესაც აუცლებლად უნდა მიიღოს ბავშვმა დამატებითი კვება, რომ საკვებისადმი ტოლერანტობა გამომუშავდეს და სამომავლოდ არ შეექმნას პრობლემები. დღეს ბავშვთა კვების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახალშობილის პირველი ათასი დღე, რომელიც ბავშვის ჩასახვიდან იწყება და თითქმის ორ წლამდე გრძელდება. ეს პერიოდი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ ამ დროს ხდება მწვავე დაავადებების ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომ შესაძლებელია მოზრდილ ასაკში გამოვლინდეს. მაგალითად, ეს არის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ალერგიული და გასტროინტესტინური ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიები, ნერვული სისტემის დარღვევები… თუმცა ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შემდეგი კვება არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველი 1000 დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. 

გენერალური სპოსნორის ბავშვთა კვება სემპერის მოწვევით საქართველოს ესტუმრა რუსეთის პოსდიპლომური უწყვეტი განათლების სამედიცინო აკედემიის ნუტრიციოლოგიის და დიეტოლოგიის კათედრის გამგე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტატიანა სორვაჩევა.

ტატიანა სარვაჩოვა  – პედიატრი, პროფესორი 

ქალბატონო ტატიანა, რატომ ანიჭებენ მეცნიერები ბავშვთა კვებას ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას? 

– მედიცინის მიღწევებიდან გამოდინარე მთელ მსოფლიოში ზრდის პრობლემა მაინც აქტუალური საკითხია, ასევე დიაბეტი, გულის პრობლემები. მეცნიერების ყურადღება მიმართულია სავარაუდო გამომწვევი მიზეზებისაკენ. ერთ-ერთი ასეთ მიზეზი შეიძლება იყოს ადრეული პედიატრიული ასაკი. კრიტიკულ ასაკად ითვლება ფეხმძიმობიდან ‒ 2 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ ასაკიდან დაწყებული სწორი კვება აისახება ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობაზე. ამიტომ ოპტიმალური ვარიანტია ბუნებრივი კვება. პირველ რიგში, ორსულობის პერიოდში დედა ვალდებულია სწორად და ჯანსაღად იკვებოს, იმიტომ რომ ნაყოფი ჯანმრთელი იყოს… მშობელი უნდა ეცადოს, რომ ნაყოფი ჯანსაღ გარემოში განვითარდეს. შემდეგ კი დაბადებიდან 2 წლამდე აუცილებელია ბავშვის კვების საკითხი გამუდმებით კონტროლის ქვეშ იყოს. რაც უფრო დიდხანს იკვებება ბავშვი ძუძუთი, მით უფრო ეფექტურია და შესაბამისად, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მეცნიერების ყურადღების ცენტრში ახლა, სწორედ ეს მიმართულებაა. პირველი წელი მხოლოდ რძითა და დამატებით კვებით უნდა მიდიოდეს. ადრე ასე არ იყო რეკომენდებული, ახლა კი პირიქითაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ დამატებითი კვება საჭიროა. თუ სწორად არ წარიმართა ბავშვის კვება, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებებმა იჩინოს თავი, როგორიცაა, მაგალითად, ალერგია, ანემია. ამერიკელი მეცნიერები წერენ, რომ დამატებითი კვების ნაკლოვანებამ შესაძლოა ეს დაავადებები 20 წლის შემდეგ გამოავლინოს. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com