ღუმელში გამომცხვარი ხორცი გოგრის დესერტი პომიდვრის სოუსში
ინგრედიენტები:
• 300 გრ. სიმინდის ფქვილი
• 100 გრ. არაჟანი
• 100 გრ. მაწონი
• 300 გრ. გატარებული საქ. ხორცი
• 100 გრ. გახეხილი ედამერი
• 200 გრ. კანგაცლილი პომიდორი თავისივე წვენში
• 1 ც. წვრილად დაჭრილი ხახვი
• 2 კბ. დაჭყლეტილი ნიორი
• 1 ც. მწვანე წიწაკა
• 100 გრ. ჩერი პომიდორი
• 100 გრ. ზეითუნის ზეთი
• ½ ჩ.კ. ხმელი ქინძი
• ½ ჩ.კ. ძირა
• 1 ჩ.კ. ქონდარი
• 20 გრ. ნედლი ქინძი
• მარილი, პილპილი
მომზადების წესი:
მოვზილოთ ცომი სიმინდის ფქვილით, არაჟნით და მაწვნით. დავუმატოთ მარილი. ავიღოთ ცეცხლგამძლე კეცი, კარგად მოვუსვათ კარაქი ისე, რომ არ მიიკრას კეცმა ცომი ან ზეთი და ხელით ძალიან თხლად გავაბრტყელოთ ცომი, ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს. შევაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით.
პარალელურად გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. ხახვი რომ გაოქროსფერდება, დავუმატოთ ნიორი, გატარებული ხორცი და ვშუშოთ 10 წუთი. დავასხათ პომიდვრის პიურე, შევურიოთ სუნელები და გავსინჯოთ. შევასწოროთ გემოვნების მიხედვით. ღუმელიდან გამოვიღოთ კეცი, დავასხათ ხორცი თავისივე სოუსით, და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში 15 წუთით 180 გრადუსზე. გამოვდგათ, მოვაყაროთ ყველი, დაჭრილი ჩერი პომიდორი, ნედლი ქინძი და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში 5 წუთით 220 გრადუსზე. გამოვდგათ, გავაგრილოთ და მივირთვათ.
გოგრის დესერტი პომიდვრის სოუსში გირჩის მურაბით
ინგრედიენტები:
• 500 გრ. გოგრა
• 50 გრ. კარაქი
• 1 ლიმონის წვენი
• 2 ს.კ. შაქარი
• დარიჩინი, ჯავზი გემოვნებით
• 50 გრ. მოხალული ნიგოზი
• ლიმონის ცედრა
• გირჩის მურაბა