Food Test

v8

ტუსია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე

პირველად შევხვდი…
ნიკა: ტუსიას პირველად ბორჯომში, კომპოზიტორთა სახლში შევხვდი. ის 9 წლის იყო, მე კი – 16-ის. ჩემს დასთან ერთად ბორჯომში ვისვენებდი, ტუსია კი ბებიამისმა ლიკანიდან სტუმრად ამოიყვანა. მახსოვს, „კეპკა“ ეხურა და „შოტლანკა“-ს სტილის შარვალი ეცვა.

ტუსია: ზუსტად არ მახსოვს, როდის ვნახე ნიკა პირველად. თუ არ ვცდები, 13 წლის რომ ვიყავი – მაშინ. გოგი
მესხიშვილთან სახელოსნოში მოვიდნენ ნიკა და მისი და – სალომე.

ის, რაც სიყვარულს ჰგავს…
ტუსია: ხიზილალა, ფუაგრა, და სუში. კარგ უმ თევზს არაფერი სჯობს.
ნიკა: ეგზოტიკური ხილი – ლიჩი, ის ჩემთვის სიყვარულს ჰგავს.

საყვარელი კერძი:
ნიკა: ტუსიას ყველაზე მეტად ტუნას სალათა, ყველი და კვერცხი უყვარს. არ უყვარს ხორცი, ჭამს მხოლოდ
ქათმის ხორცს.
ტუსია: ასევე, მიყვარს მკვახე ხილი: ატამი, ვაშლი.
ნიკა: ხილს ყოველთვის ამოწმებს, რომ საკმარისად მკვახე იყოს…
ტუსია: ნიკას განსაკუთრებით არაფერი უყვარს… ყველაზე მეტად, ალბათ, იაპონური სამზარეულო. მისი საყვარელი კერძი უმი თევზია. უყვარს ყველაფერი ტკბილი, განსაკუთრებით – ნაყინი. არ უყვარს ქართული ყველი, „პეჩენია“, მაკარონი და ბრინჯი.

სახლში მომზადებული კერძები:
ნიკა: სახლში ტუსია ერბო კვერცხს ამზადებს ყველაზე ხშირად.
ტუსია: ნიკა ძალიან იშვიათად ამზადებს. ფრინველების მიმართ ფობია მაქვს, ვერ ვეკარები და მახსოვს, ერთხელ
როგორ მოამზადა ნიკამ ქათამი.
ნიკა: ტუსიამ მოიტანა იმ მიზეზით, რომ აუცილებლად უნდა გვეჭამა ქათამი, მაგრამ მე შემრჩა გასაკეთებლად.
მომზადებისას ერთი ბოთლი წითელი ღვინო გამოვიყენე და იისფერი ქათამი გამომივიდა. ეტყობა, ის ღვინო
იისფერი შეფერილობის უფრო იყო ვიდრე წითელი. თუმცა, ქათამი ძალიან გემრიელი გამოვიდა.
ტუსია: ნიკა ყოველ დილით ორ ჭიქა განსაკუთრებულ ყავას აკეთებს ჩემთვის და მისთვის.

საყვარელი დესერტი…
ნიკა: ტუსიას, ზოგადად, არ უყვარს დესერტი, მაგრამ ფეხმძიმობის პერიოდში უცებ გადაწყვიტა, რაც ტკბილი იყო ყველაფერი გაესინჯა. ამიტომ, კონკრეტულად, ვერ ვიტყვი, რომელი უფრო მეტად უყვარს. მგონი, ახლა ისევ ტკბილეულის „გადაყვარებისკენ“ მიდის…
ტუსია: ნიკას უყვარს ყველანაირი ნაყინი, ჩიზქეიქი, ნამცხვრები და კრემი.

საუკეთესო კულინარი:
ტუსია: მერიკო გუბელაძე… ასევე, განსაკუთრებით გემრიელია დედაჩემის და ნიკას დედის მომზადებული კერძები. ნიკას დედა საუკეთესო ხაჭაპურს და ღვიძლის პაშტეტს ამზადებს.
ნიკა: ასევე, მეც, ყველაზე მეტად, დედაჩემის და ტუსიას დედის მომზადებული კერძები მიყვარს. ტუსიას დედა განსაკუთრებულ მჟაუნის წვნიანს ამზადებს. ასევე, ძალიან გემრიელად ამზადებენ ჩვენი მეგობრები: რამაზი, თეა გვეტაძე და ნინო კუპატაძე.

რომ არა მუსიკა… იქნებოდით კარგი კულინარები?
ტუსია: დრო რომ მქონდეს, მგონი, გამომივიდოდა.
ნიკა: დრო რომ მქონდეს, მგონია, გემრიელი გამომივიდოდა. რაღაც, სხვანაირად მივუდგებოდი საჭმლის კეთებას, არა – როგორც უბრალოდ მომზადების პროცესს.

ის, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს…
ტუსია: ანისი
ნიკა: ანისი

კერძი, რომელიც ჩემს მუსიკას უხდება:
ნიკა: არ ვიცი… სასმელი უხდება, ყველაზე მეტად, ალბათ, ის, რაც მე მიყვარს – ვისკი.
ტუსია: არ ვიცი… ხაჭაპური, ალბათ, არა… ყველაფერი ის, რაც მიყვარს… რაც შეეხება ალკოჰოლს, ჩემს მუსიკას ყველანაირი ალკოჰოლი უხდება.

ინგრედიენტი, რომელსაც არ გავსინჯავ…
ტუსია: ბევრია ასეთი; ვერ ვჭამ ცხარეს, ხორცს, არასდროს შევჭამ კალიებს, პეპლებს, ძაღლებს. ვეშაპის და ზვიგენის ხორცს კი პრინციპულად არ გავსინჯავ, არ მომწონს რომ კლავენ.
ნიკა: როდესაც შემომთავაზეს, არ გავსინჯე ვეშაპის ხორცი. კორეულ რესტორანში კი პირდაპირ ვუთხარი: „ – ძაღლი არ დამანახოთ!“ გარკვეულ დონემდე ექსპერიმენტატორი ვარ. აი, კალიები შეიძლება გავსინჯო.

პირველად… ერთად…
ტუსია: პირველად, ალბათ, 90-იან წლებში, ეს ჩემი დისშვილის ათქვეფილი „ფორმულა“ იყო. რძე არ იშოვებოდა, ამიტომ რძიან ყავას საბავშვო რძის ფხვნილისგან ვამზადებდით.
ნიკა: ასევე, ყოველდღე კალმახს ვჭამდით ბორჯომის სადგურის რესტორანში.

v10

ყავა თუ ჩაი…
ნიკა: ყავა
ტუსია: ყავა

საყვარელი სამზარეულო…

ტუსია: იაპონური და ხმელთაშუა ზღვის ყველა სამზარეულო.
ნიკა: იაპონური სამზარეულო.

საყვარელი საუზმე:

ტუსია: კარგ სასტუმროში, უშველებელი ბუფეტი, სადაც ყველაფერია დაწყებული სალმონით, დასრულებული ყველანაირი სახის ყველით.
ნიკა: ბერლინში, საუზმეზე ბევრი სხვადასხვა სახის ყველი, პური, კროასანები და ყავა.
ტუსია: ასევე, ყოველთვის გვიყვარს ჭამა, როდესაც ისრაელში ვართ. სადაც, გარდა იმისა, რომ ყველა სხვა სამზარეულოა წარმოდგენილი და ყველაფერი გემრიელია, ადგილობრივი კერძებიც ძალიან მიყვარს.

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com