შოტლანდიური ვისკის Glenfiddich-ის დასაგემოვნებლად „ჯი დი ალკოს“ ინიციატივით სპეციალური ვახშამი, ქეთი ბაქრაძის ბისტროში გაიმართა. საღამოს მასპინძელი ბრენდ-ამბასადორი ალექსანდრე ივჩენკო იყო, რომელმაც სტუმრებს 12 წლიანი, 15 წლიანი, 18 წლიანი და 21 წლიანი დაძველების ჩამოსხმები გაასინჯა და თითოეული ვისკის უნიკალურობაზე ისაუბრა.
Glenfiddich-ი მსოფლიოში ყველაზე მეტი ტიტულის მქონე ერთი ალაოს ბაზაზე დამზადებული ვისკია. პირველი ჯილდო სასმელმა 1974 წელს მიიღო. Glennfiddich-ის მსოფლიო წარმატება უილიამ გრანდის შთამომავლების ჩარლზ და სენდი გრანდ-გორდონის დამსახურებაა. სწორედ მათი ინიციატივით გაიგო ფართო საზოგადოებამ სასმელის უნიკალური თვისებების შესახებ.
Glenfiddich-ის დეგუსტაციისათვის სპეციალური კერძები ალექსანდრე ივჩენკომ და ქეთი ბაქრაძემ ერთად შეარჩიეს. იმის-თვის, რომ სტუმრებს სწორად შეეგრძნოთ თითოეული ვისკის გემო, ქართველმა რესტორატორმა კერძები თითოეული სასმელისთვის ინდივიდუალურად მოამზადა.
ვახშმის დროს ალექსანდრე ივჩენკომ უშუალოდ დეგუსტაციის პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ვისკი პროფესიონალურად გასინჯოთ, ჭიქა ცხვირთან ახლოს უნდა მიიტანოთ, ჰაერი კი პირით შეისუნთქოთ.
ოთხივე დაძველების მქონე ვისკის სხვადასხვა სიტუაციები უხდება. მაგალითად 12 წლიანი Glenfiddich-ის მირთმევა სოციალურ გარემოშია სასიამოვნო. ამ ჩამოსხმას ხშირად კოქტეილებისთვისაც იყენებენ. 15 წლიანი ვისკი ერთხმად აღიარებულია ქალბატონების საყვარელ სასმელად. რაც შეეხება 18 წლიანი დაძველების დაგემოვნებას, ბრენდ ამბასადორის თქმით, ის უმჯობესია ინტიმურ გარემოში გაისინჯოს.
მამაკეცების უდავო ფავორიტი 21 წლიანი ჩამოსხმაა. ის 18 წლიანი Glenfiddich-ის მსგავსად, სპეციების გემოთი გამოირჩევა, თუმცა მისი არომატი ბევრად მრავალფეროვანია. ამ ფაქტს კი ისც განაპირობებს, რომ 21 წლის განმავლობაში ვისკის ბურბონის კასრებში აძველებენ, შემდეგ კი 4 თვე უმაღლესი ხარისხის Gran Reserva-ს კლასის რომის კასრებში ათავსებენ.
ალექსანდრე ივჩენკო (ბრენდ-ამბასადორი)
– ჩვენ ვსინჯავთ ოთხი სახეობის ვისკის. დეგუსტაციისთვის სპეციალურად ავარჩიეთ ქეთის ბისტრო, იმიტომ რომ ვფიქრობ, აქ, სწორედ ისეთი განწყობაა, როგორიც ვისკის დეგუსტაციისთვისაა საჭირო. სტუმრებს 12 წლიანი დაძველების მქონე Glenfiddich-ი ვისკის სოუსით, ნიგვზისა და გორგონძოლას შიგთავსით დამზადებულ კომშთან ერთად მივართვით. 15 წლიანი – ვისკის სოუსით შეკაზმულ გოგრის რავიოლასთან ერთად. 18 წლიანი – ვისკისა და ფორთოხლის სოუსით დამზადებულ შემწვარ იხვის მკერდთან ერთად, ხოლო თევზის მოყვარულებისთვის – იმავე სოუსით შეკაზმულ გამომცხვარ ორაგულთან ერთად. ბოლოს 21 წლიანი დაძველების Glenfiddich-თან სტუმრებს დესერტი – შოკოლადის ნამცხვარი, ნაყინთან და ფორთოხლისა და ვისკის სოუსთან ერთად მივართვით.