თეკუნას კულინარიუმი

DSC_4601

მოჭიქული ლორი

7E2A9316

მოხარშული ლორის ნაჭრის კანი დავსეროთ კუბებად და წაუსვათ სოუსი. 

სოუსისთვის დაგვჭირდება:
• ჯინჯერი – 1 ს/კ.
• თაფლი – 1 ს/კ.
• სოიოს სოუსი – 3 ს/კ.

მომზადების წესი: წითელი აჯიკა 1 ჩ/კ. კარგად ავურიოთ და წავუსვათ ლორს ყველა მხრიდან. შევდგათ ღუმელში 160-170 გრადუსზე 1 საათით და ბოლოს ავუწიოთ 200 გრადუსზე 20 წუთი. დიდ ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი ამოვავლოთ იგივე სოუსში და მოვუწყოთ ღუმელში ლორს, და ბოლო 20 წუთი გამოვაცხოთ ერთად. (გამოცხობისას 30 წუთში კიდევ ერთხელ წავუსვათ სოუსი). 

საცივი 4 თხილით

7E2A9355

ინგრედიენტები:
• მოხალული თხილი – 200 გრ.
• გატარებული ნიგოზი – 200 გრ.
• დაბლენდერებული ნუში – 200 გრ.
• ხახვი – 2 ცალი
• ნიორი – 3-4 კბ.
• ფქვილი – 1 ს/კ.
• მარილი, ხმელი ქინძი, ბაჰარი, დარიჩინი, ყვითელი ყვავილი, კურკუმა, წითელი აჯიკა ან წითელი წიწაკა.

მომზადების წესი: კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავუმატოთ 1 ს/კ. ფქვილი და ცოტა ადუღებული წყალი ან ბულიონი. 

ამის შემდეგ დავუმატოთ 200 გრამი დაბლენდერებული ნუში (ნუში დავაბლენდეროთ ცოტა წყალთან ერთად). გადავიტანოთ ქვაბში და დავუმატოთ ნიგოზი, გატარებული თხილი და ადუღებული წყალი (წყლის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ კონსისტენციაზე) დავუმატოთ მარილი, ხმელი ქინძი, ბაჰარი, დარიჩინი, ყვითელი ყვავილი, კურკუმა, წითელი აჯიკა და ვადუღოთ 20-30 წუთი. 

ინდაური დავამარინადოთ 2 ლიტრ წყალში, 1 ს/კ შაქარი, ფორთოხლის წვენი 1 ც. და ცოტა დარიჩინი, მინიმუმ 12 მაქსიმუმ 24 საათი. კარგად გავამშრალოთ და ცოტა ხანი დავტოვოთ კარგად რომ გაშრეს (მნიშვნელოვანია ინდაური იყოს კარგად მშრალი). ამის შემდეგ კარგად ავურიოთ კარაქი, აჯიკა და წავუსვათ ინდაურს ყველა მხრიდან, ასევე კანქვეშ. გამოვაცხოთ 180 გრაუსზე 2-3 საათი, ბოლოს ავუწიოთ 200 გრადუსამდე. 

დავჭრათ ინდაური და მოვასხათ სოუსი.

ფოტო: ლევან მაისურაძე , ირაკლი ბლუიშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com