FOODასოციაცია

a1

ნატალია ყულოშვილის კულინარიული შეგრძნებები

a2

ჩვენი მეგობრობა დიდი ხნის წინ ‒ უნივერსიტეტში დაიწყო. უამრავი კარგი მოგონება გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაგრამ რაც გავიზარდეთ, ჩვენი გზები გაიყო და ამიტომ იშვიათად ვხვდებით ხოლმე. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ ნატალიამ პროფესია შეიცვალა და დღეს წარმატებული მსახობია. საზოგადოებამ კი პირველად ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში ნახა. 

„კულინArt”ისათვის ნატალიასთან ერთად ასოციაციობანას თამაში გადავწყვიტე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩვენი ინტერვიუ მასსავით „გემრიელი“ გამოვიდოდა…

a3

დამოუკიდებლად რომელი კერძი გაგიკეთებია? 

პირველად დამოუკიდებლად შევწვი კვერცხი, ან მოვხარშე, ზუსტად არ მახსოვს. შემდეგ უკვე ნამცხვარიც, ტოლმაც, წვნიანებიც და აჯაფსანდალიც გავაკეთე. ზოგადად, დიდად არ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, ამის არც დრო მაქვს და არც ხალისი. მიყვარს როცა მიმზადებენ, ეგ უფრო მსიამოვნებს. თავად კულინარია ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას, რომ გურმანი ვარ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი გემოების აღმოჩენა. 

როდესაც საუბრობენ კულინარიის თემაზე, პირველი რისი ასოციაცია გიჩნდება? 

ვთვლი, რომ ჭამა ძალიან დიდი სიამოვნებაა. კულინარია ჩემთვის ეს არის მოდუნება. გემოები კი სხვადასხვა ფერთან ასოცირდება. როცა გარშემო კულინარიაზე საუბრობენ, მრავალფეროვნების განცდა და გარკვეული შეგრძნებები ჩნდება. 

ზამთრის კერძი რომელია შენთვის? 

ზამთარში კარგია ცხელი წვნიანი ან ბულიონი. ეს სეზონი მხოლოდ ცხელ კერძებთან ასოცირდება. 

რა არის ახალი წლის მთავარი კერძი? 

ჩურჩხელა და გოზინაყი. გარდა იმისა, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას, რომ ტკბილეულზე ვგიჟდები და მთელი ახალი წელი შემიძლია მხოლოდ ტკბილეულით გადავაგორო. 

ქვეყანა, რომელიც შემთვის მხოლოდ კულინარიაა? 

მე სადაც მიმოგზაურია, ყოველთვის ვცდილობ, რომ იმ ქვეყნის ტრადიციული საკვები გავსინჯო. ყველაზე მეტად მიყვარს იტალიური სამზარეულო, რომელსაც თბილისშიც ძალიან ხშირად მივირთმევ. 

საჭმელი, რომელიც არასეზონურად გენატრება ხოლმე… 

ხშირად მაქვს მომენტი, როდესაც ზამთარში მინდება ალუჩა. ასევე სალათები, რომელიც სასურველია ზაფხულში მიირთვა, ზამთარში პლასტმასის გემო აქვს. 

FIN_CULINART_15_Page_046

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com