წარმატებული პროექტის რეცეპტი ქეთა ლომიძისაგან

1_culinart_issue11

ავთქვიფოთ 1 კვერცხის გული იდეა და 1 ჩაის ჭიქა მარკეტინგული ხედვა. დავუმატოთ კარგი გუნდი, 2 ჩაის ჭიქა თავდაუზოგავი შრომა, ცოტაოდენი ოცნება და 50 გრამი ენთუზიაზმი. ავთქვიფოთ კარგად და ცომი მზად არის. ცომს გემოვნებით დავუმატოთ კარგი შეფუთვა. საცხობ ფორმას წავუსვათ პოზიტიური განწყობა და მიღებული მასა შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, დიდი ხნით. არ დაგავიწყდეთ ცნობილი გამონათქვამი: „არასოდეს იოცნებოთ წარმატებაზე. უბრალოდ, იმუშავეთ ამისთვის!“

ბარბარე ჯორჯაძის, მარტა სტიუარტის და ჯეიმს ოლივერის თაყვანისმცემელთა რიცხვს რა ჩამოთვლის… ისინი ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან, თუმცა კულინარია ჩვენს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან კულტურულსოციალურ მოვლენად სწორედ კულინარიულმა ჟურნალ-გაზეთებმა აქცია.
„კულინArt-ი“ დიდი ენთუზიაზმით, მონდომებითა და მადით უერთდება მსოფლიო გასტრონომიულ ბუმს!
„კულინArt“-ში გაიცნობთ შეფ-მზარეულებს, რომლებიც ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიომ გაიცნოს. თქვენი საყვარელი ბებიის რეცეპტებთან ერთად აღმოაჩენთ ახალს. ყველაფერი ახალი ხომ კარგად მივიწყებული ძველია. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს,
გაიხსენებთ თქვენს საყვარელ ფილმებს…
ჩვენი ჟურნალი ყველაზე ზარმაცებსაც კი მოგანდომებთ საჭმლის მომზადებას, მოგზაურობას, და რაც მთავარია, ურთიერთობას. „კულინ-Artის“ მთავარი იდეა ხომ იმ სივრცის შექმნაა, სადაც კულინარია ერთად შეკრების მთავარი მიზეზი გახდება.

იმედი მაქვს, ეს გასტრონომიული ვოიაჟი
ხანგრძლივი გამოდგება!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com