ზაფხული ხილის და ნაყინის სეზონია. და კიდევ – სახლში გაკეთებული ლიმონათების. თუ ნაყინის სიყვარულში კალორიების შიში გიშლით ხელს, შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა მოიფიქროთ. ბრტყელ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საკონდიტრო ცელოფანი, დაასხით ტკბილი იოგურტი, მოაყარეთ გრანოლა ან მიუსლი, შოკოლადის ნატეხები, კენკრა (ჟოლო, მოცვი, მაყვალი), წვრილად დაჭრილი ჩირი, ქიშმიში და 4-5 საათით შედგით საყინულეში. როცა გაიყინება, დაჭერით ფილებად და მიირთვით.
რჩევა: გაყინული იოგურტის სიტკბო ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ამიტომ შეგიძლიათ ცოტა შაქარი დაამატოთ.