ინგრედიენტები 2 პორციისთვის:
* პრასი – 2 ცალი
* კარტოფილი – 2 საშუალო ზომის
* კარაქი – 1 სუფრი კოვზი
* კვლიავი (ტმინი) – 3-4 გრ
* ბულიონი ან წყალი – 3 ჭიქა
* პილპილი, მარილი
მომზადების წესი:
პრასის ფოთლებში ხშირად რჩება მიწა, ამიტომ უმჯობესია შუაზე გადავჭრათ და გამდინარე, ცივ წყალში კარგად გავრეცხოთ.
პრასი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კარაქში დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი ვთუშოთ, თან ვურიოთ. პრასი, კარგად უნდა დარბილდეს, მაგრამ არ უნდა გაყავისფრდეს. შემდგომ დავუმატოთ, გათლილი, დაჭრილი კარტოფილი, კვლიავი და ისევ 2-3 წუთი ვურიოთ. დავუმატოთ წყალი ან ბულიონი, მარილი, პილპილი, ცეცხლს ავუწიოთ და ვადუღოთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.
სუფრაზე მიტანამდე დავაბლენდეროთ, სურვილის მიხედვით დავუმატოთ ნაკლებ ცხიმიანი ნაღები (1 ჩაის კოვზი), მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (2გრ.). შეგვიძლია მივირთვათ ცხელი ან ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებული.
By: თეონა დოლიძე