სოკოს სენდვიჩი ტარხუნის პესტოთი, ობიანი ყველით და ვაშლის სალათით

8_issue_culinArt20

ობიანი ყველის შიგთავსის მომზადების წესი:
40 გრ. ობიანი ყველი (გორგონზოლა), 30 გრ. პარმეზანი, 80 გრ. ნადუღი, ½ ლიმონის ცედრა, ცოტა ბაზილიკი, მარილი, პილპილი.
გორგონზოლას, ნადუღს და პარმეზანს ვურევთ ერთმანეთს, ვამატებთ დაკეპილ ბაზილიკს, ლიმონის ცედრას, მარილს და პილპილს გემოვნებით. მომზადებული მასა გავანაწილოთ შამპინიონის ქუდებში და შევდგათ 100 გრ. ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 5-7 წთ-ის განმავლობაში.

ვაშლის სალათას მომზადების წესი:
თითო-თითო მწვანე და წითელი ვაშლი, ოხრახუში და ნიახური 2-2 ღერი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, დარიჩინი გემოვნებით.
წვრილ ჩხირებად დავჭრათ ვაშლი კანიანად და დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და დარიჩინი, წვრილად დაჭრილი ნიახური და ოხრახუში და მსუბუქად ამოვურიოთ.
პური გავხუხოთ, გადავუსვათ პესტო, ზემოდან დავაწყოთ სოკოს გამომცხვარი ქუდები, მოვაყაროთ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი და ბაზილიკის ფოთლები, მოვასხათ ½ ს.კ. თაფლი. სალათა მოვათავსოთ თეფშზე სენდვიჩთან ერთად.

პესტოს მომზადების წესი:
• ნიგოზი – 100 გრ.
• პარმეზანი – 50 გრ.
• ტარხუნა – 7-8 ღერი
• ნიორი – 1 კბ.
• ცხარე წიწაკა
• ზეითუნის ზეთი – 15 გრ.
• მწიკვი მარილი

ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და პესტო მზად არის.

ინგრედიენტები:
• რუხი პური – 2 ნაჭერი
• შამპინიონი – 2-3 ც.
• პომიდორი „ჩერი“ – 2-3 ც.

By: ილია ბენაშვილი 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com