ინგრედიენტები
• პასტა – 400 გრ.
• ნიყვი – 200 გრ.
• ლიმონი – 2 ც.
• ზეითუნის ზეთი 50-60 გრ (3 ს.კ.)
• პარმეზანი – 120 გრ.
• კვერცხის გული – 2ც.
• ქოქოსის რძე – 3 ს.კ.
• მარილი, პილპილი
• შაშკვლავი, ტარხუნა
მომზადების წესი:
2 კვერცხის გული მოვათავსოთ რკინის, მინის ან კერამიკის თასში, დავამატოთ წვრილად გახეხილი ან დაბლენდერებული პარმეზანი, ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, ჩავახეხოთ 2 ც. ლიმონის ცედრა და ჩავაწუროთ ლიმონის წვენი, (თუ ლიმონი ძალიან წვნიანია, შეიძლება 1,5 ც.) ცოტა ტარხუნა და შაშკვლავი დავნაყოთ მწიკვ მარილთან ერთად, ჩავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. პასტა ჩავყაროთ მოსახარშად წყალში, სასურველია ტალიატელე (პასტის სახეობა), ვხარშოთ 6-7 წთ. (თითოეულ პასტას შეფუთვაზე, მითითებული აქვს ხარშვის დრო) პასტა არ უნდა იყოს გადახარშული. სანამ იხარშება, ორთქლზე შევათბოთ მომზადებული სოუსი, მოვურიოთ და ბოლოს დავუმატოთ ქოქოსის რძე. მსხვილად დაჭრილი ნიყვი დავყაროთ ცხელ ტაფაზე და მსუბუქად მოვხალოთ, დავუმატოთ მცირეოდენი ზეთი და როცა ნიყვი შეიფერება, დავუმატოთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი. პასტა ამოვიღოთ წყლიდან და გადაწურვის გარეშე მოვათავსოთ სოუსში, საჭიროებისამებრ გავათხელოთ მისი ნახარშით. წინასწარ მომზადებული ნიყვი ზემოდან მოვაყაროთ, დავახეხოთ პარმეზანი და გავაფორმოთ ბაზილიკის (შაშკვლავის) ფოთლებით. ბოლოს მოვასხათ მცირეოდენი ზეითუნის ზეთი.
By: ილია ბენაშვილი