ორაგულის ფილე ბროკოლის პიურეთი, სტაფილოსა და ჯინჯერის სოუსით

7_issue_culinart78

ბროკოლის პიურე

ინგრედიენტები:
• ბროკოლი – 150 გრ
• ნაღები – 20 მლ
• მწვანე ტობასკო – გემოვნებით
• მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
ბროკოლს გავწმინდავთ დავჭრით და დავდგამთ მოსახარშად, რომ მოიხარშება გადავწურავთ და „დავაბლენდერებთ“, დავუმატებთ ნაღებს ამოვურევთ და შემდეგ დავამატებთ მწვანე ტობასკოს და მარილს გემოვნებით.

სტაფილოს და ჯინჯერის სოუსი

ინგრედიენტები:
• სტაფილო – 100 გრ.
• ჯინჯერი – 50 გრ.
• თაფლი – 20 გრ.

მომზადების წესი:
სტაფილოს და ჯინჯერს გავთლით და დავადგამთ მოსახარშად დარბილებამდე, შემდეგ გადავწურავთ და „დავაბლენდერებთ“ , შემდეგ გავატარებთ წვრილ საცერში და დავამატებთ თაფლს. სოუსის სასურველი მასის მისაღებად, დავამატებთ ბოსტნეულის ბულიონს და მარილს გემოვნებით

გახუხული პურის ნაფშხვენი

ინგრედიენტები:
• პური – 60 გრ.
• ზეითუნის ზეთი – 20 მლ.
• ნივრის პუდრა – 5 გრ.
• ორეგანო – 5 გრ.
• მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
პურს ვუსვამთ ზეითუნის ზეთს დავაყრით ორეგანოს, ნივრის პუდრას მარილი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 18 წუთით. გამოცხობის შემდეგ ხრატუნა პურს ხელით დავფშხვნით.

ორაგულის ფილე

ინგრედიენტები:
• ორაგულის ფილე – 190 გრ.
• მარილი გემოვნებით
• მიქს წიწაკა გემოვნებით
• ზეითუნის ზეთი – 10 მლ.
• ფიჭვის კაკალი მოხალული – 4-5 ც.

გასაფორმებლად:
• ისპანახის ფოთოლი – 4 ც.
• სტაფილოს სლაისები – 4 სლაისი
• ბოლოკის 5 სლაისი

მომზადების წესი:
ორაგულის ფილეს გადავუსმევთ ზეითუნის ზეთს და 200 გრადუსამდე გახურებული გრილზე დავადებთ გრილის ზოლებს. შემდეგ გადმოვიღებთ „ჟარონაზე“ დავაყრით მარილს და მიქს წიწაკას გემოვნებით და შევდგამთ ღუმელში 200 გრადუსზე 9 წუთით.

By: გიორგი ჯოხაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com