რატომ უნდა ავირჩიოთ კულინარის (მზარეულის) პროფესია?!
ჭეშმარიტი კულინარისთვის (მზარეულისთვის), ისე როგორც ჭეშმარიტი ხელოვანისთვის, აუცილებელია მოწოდება და ნიჭი. რა თქმა უნდა, ნიჭიერი კულინარები მრავლად არ არიან, ზუსტად ისე, როგორც არ არის ბევრი გენიოსი – მხატვარი თუ მუსიკოსი.
დამეთანხმებით, ნიჭი მაინც იშვიათია.
მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ კულინარიაში ნიჭიერება იყოს ამოუცნობი, ვიდრე მუსიკოსისა…
მუსიკოსის ნიჭი ყოველთვის ადრეულ ასაკში ვლინდება, შეუმჩნევი არ ხდება მის გარემოცვაში და შესაბამისად, მუსიკალურად დაჯილდოებული ადამიანი მეტწილად თავის მოწოდებას არ ღალატობს…
კულინარიულ ნიჭიერებასთან საქმე სხვაგვარადაა…
სწორედ ბავშვობაში იჩენს თავს გულწრფელი ინტერესი, ინსტიქტური და გაუთვითცნობირებული ლტოლვა ამ პროფესიის მიმართ. სწორედ, მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ნიჭის გამოხატვის საშუალება, რადგანაც ბავშვი ამას ვერ აცნობიერებს – ეს მხოლოდ სურვილია თუ, მართლაც, რაღაც განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც მას აღმოაჩნდა?!
მისი გამომჟღავნება საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით მამაკაცებში..
ქალებისთვის ეს უფრო იოლია, რადგან ისინი ოჯახშიც ასრულებენ მზარეულის ფუნქციებს და თუ ნიჭიერი და კარგი მზარეულია, ის უფრო დაფასებულია მის გარემოცვაში, კარგი მზარეულის იარლიყსაც მალე ირგებს და წარმატებულიც ხდება.
მამაკაცებში კი?!
მშობელი სამზარეულოში მცირეწლოვან ბიჭს ნამდვილად არ დაასაქმებს და საჭმლის მომზადებაში არ მოიხმარს!!! მისცემს განათლებას სხვა სფეროში და მზარეულის პროფესიის მისაღებად არაფერს არ გააკეთებს, პირიქით, ამ ინტერესს ჩაუხშობს. ბიჭებს ეუბნებიან, რომ ეს „გოგოების“ საქმეა, აგდებენ სამზარეულოდან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ (თავისი აზრით) „არასასურველ მიდრეკილებას“ წერტილი დაუსვან. და არ ვიცით, შეიძლება მართლაც განსაკუთრებულ ნიჭთან გვაქვს საქმე და ვერ ვხვდებით?! იქნებ მშობელი თუ მხარს დაუჭერს ბიჭის (გოგოს) ამ მისწრაფებას, შვილი ბრწყინვალე მომავალს ეზიაროს ?!
ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ არის ის, ბოლო ასწლეულში მზარეულის პროფესია არაპრესტიჟულად ითვლებოდა; ეს პროფესია ჩვეულებრივი და მასობრივი იყო. ამიტომ ნიჭიერი მზარეულები არ ცდილობდნენ ასპარეზზე გამოსულიყვნენ, რადგანაც არ მიაჩნდათ ეს პრესტიჟულად.
მეორე მიზეზი, ვფიქრობ, ახალგაზრდის ადრეულ ასაკში კულინარიული სწავლების არარსებობაა და რაც ხელს უშლის მას, ბავშვობაში გამოამჟღავნოს, კულინარიის მიმართ, ღმერთისგან ბოძებული ნიჭი.
ნამდვილად ცოტამ ვიცით, თუ…
რა არის საჭმლის მომზადების ხელოვნების საიდუმლო?!
როგორი უნდა იყოს ნამდვილი და შემომქმედი მზარეული?!
როგორი კანონებით იმართება კულინარია?!
საკვების მრავალფეროვნება – დამოკიდებულია არა მარტო პროდუქტებზე, არამედ მზარეულის ფანტაზიაზე, მის ცოდნაზე, შესაძლებლობებზე, შემოქმედებით ნიჭზე და მის ერუდიციაზე. კარგი მზარეული უნდა იყოს ყურადღებიანი, აკურატული, ორგანიზებული, უნდა ჰქონდეს კარგი მეხსიერება, იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი და რაც მთავარია, უყვარდეს მისი საქმე! მან უნდა იცოდეს როგორც დიეტოლოგიის საფუძვლები ისე, სხვადასხვა კერძების მომზადება და მისი გაფორმება, ნაციონალური და უცხოური კერძების მრავალფეროვნება..
დამეთანხმებით, რომ გემრიელი საკვები ტოვებს დადებით მოგონებებს, კეთილ ემოციებს. უგემოვნო საკვები კი – არაფერს არ ტოვებს მეხსიერებაში და მეტიც უარყოფით ასოციაციებს აგროვებს…
დღეს მოსფლიოში გასტრონომიული ბუმია და შესაბამისად ეს პროფესია ძალიან მოთხოვნადი გახდა. რაც აღსანიშნავი და მისასალმებელია!
აირჩიეთ ახალგაზრდებო ეს მეტად რთული პროფესია – მზარეულის ხელობა!
მზარეულის პროფესია მართლაც – უნიკალურია!
მიანიჭეთ ადამიანებს სიამოვნება!