შოკოლადის მუსი მარწყვით

7_issue_culinart20

ინგრედიენტები:
• 5 კვერცხი
• 3 ფილა შავი შოკოლადი
• ერთი ჩაის ჭიქა შაქარი
• 150 გრ კარაქიკარგად
ავთქვიფოთ 5 კვერცხის გული.
• 50 გრ. კონიაკი

მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, რომ გადნეს. დავუმატოთ 25გრ. კონიაკი და 50გ.რ. წყალი – უნდა მივიღოთ დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა სითხე, შემდეგ მას შეურევთ ათქვეფილ კვერცხის გულებს და თან ვურევთ. შემდეგ მიღებულ მასას რკინის თასით მოვათავსებთ ცხელი წყლით სავსე ქვაბზე რომელიც გაზქურაზე დგას და დუღს. თან აუცილებლად ვაგრძელებთ მორევას, ორთქლზე მასა ნელნელა შესქედება. როდესაც მასა საკმაოდ სქელი კონსისტენციის გახდება თასს გადმოვდგავთ ორთქლიდან. პატარა თასში, ვყრით შოკოლადს, ვასხავთ დარჩენილ კონაიკს და წყალს, ვდგავთ ნელ ცეცხლზე და ხის კოვზით ვურევთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთთან კარგად შეზავდეს. შემდეგ ავთქვიფავთ 5 კვერცხის ცილას, როდესაც ცილა ღრუბელივით ფაფუკი გახდება, ნელა, ხის კოვზით შევურევთ გამდნარ შოკოლადს. შემდეგ დავუმატებთ კვერცხის გულებით მირებულ ნაზავს , კარგად ამოურევთ ხის კოვზით და მოვათავსებთ ჭურჭელში. შეგიძლიათ დესერტი მარწყვით მორთოთ.

By: ნინო რუხაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com