კვერცხი – 2ც.
შაქარი – 110გრ.
სტაფილო – 2-3 ც. (საშუალო ზომის)
ფქვილი – 150გრ.
დარიჩინი – 1 ჩ/კ
ცომის ამოსაყვანი ფხვნილი – 1/2 ჩ/კ
გახეხილი ნიგოზი – 70გრ.
კრემი:
• კარაქი – 125გრ.
• ხაჭო – ყველი – 250გრ.
• შაქრის პუდრი – 150გრ.
მომზადების წესი
2ც. კვერცხი და 110 გრ. შაქარი ერთად ავთქვიფოთ და გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავუმატოთ 150 გრ. ზეთი, 1 ჩ/კ დარიჩინი, 150 გრ. ფქვილი. მიღებულ მასას ბოლოს დავუმატოთ 70 გრ. გახეხილი ნიგოზი და 2-3 ცალი გახეხილი სტაფილო. მიღებული მასა მოვათავსოთ ფორმაში და დავდგათ 25-30 წუთის განმავლობაში 220 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში. ცალკე ავთქვიფოთ კრემის მასალა: ოდნავ დარბილებული კარაქი, ხაჭო-ყველი, შაქრის პუდრი და წავუსვათ გამომცხვარ, უკვე გაციებულ კექსს.
By: ქეთი ბაქრაძე