ინგრედიენტები:
• საქონლის სუკი 200 გრ
• 10 გრ ქუნჯუტის მარცვლები
• მარილი
• პილპილი
• 200 გრ ბროკოლი
• 1 ც ყაბაყი
• 200 გრ ისპანახი
სოუსი:
• 1 კბილი ნიორი
• 50 გრ ქუნჯუტის ზეთი
• 20 გახეხილი კოჭა
• 30 მლ სოიოს სოუსი
• 20 მლ ბრინჯის ძმარი
• ½ ჩ.კ ყავისფერი შაქარი
• კაიენის წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
სუკი გავასუფთაოთ, დავჭრათ სასურველ ფორმებათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი გემოვნებით და მაღალ
ცეცხლზე შევწვათ. 3-4 წუთი, თუ თხელ ნაჭრებათ დავჭრით. გადმოვიღოთ თეფშზე და დავაყაროთ ქუნჯუტის მარცვლები. ცალკე გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ბოსტნეული ასევე მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი კოჭა, დავასხათ სოიოს სოუსი, ძმარი, დავუმატოთ შაქარი, კაიენი. გადმოვდგათ და მივირთვათ შემწვარ ხორცთან ერთად.
By: მერიკო გუბელაძე