ომლეტი ბოსტნეულით

6_issue_culinart57

ინგრედიენტები:
• 2 კვერცხი
• 100 გრ სულგუნი
• 100 გრ ნადუღი
• 1/2 ც ფერადი ბულგარული
• 1ც მწვანე წიწაკა
• 100 გრ ისპანახის ფოთლები
• 3 ც ჩერი პომიდორი
• 2 ღერი მწვანე ხახვი
• 20 გრ კარაქი
• 30 მლ წყალი
• მარილი
• პილპილი

მომზადების წესი
გავახუროთ ტაფა, დავდოთ კარაქი. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ბულგარული და მწვანე წიწაკა. 1-2 წუთი ვშუშოთ და დავუმატოთ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდორი. პარალელურად ავთქვიფოთ კვერცხი ცოტა წყალთან ერთად, შევურიოთ გახეხილი სულგუნი, ისპანახის ფოთლები და დავასხათ მოშუშულ ბოსტნეულს. ალაგ -ალაგ კოვზით დავადოთ ნადუღი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და შევაზავოთ მარილით და პილპილით. კვერცხი შევწვათ გემოვნებით, მაგრამ არ გამოვაშროთ.

By: მერიკო გუბელაძე 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com