ქათამი პომიდვრით და რეჰანით

6_issue_culinart53

ინგრედიენტები:
• 800 გრ. ქათმის მკერდი
• 1 კონა რეჰანი
(ასევე ხმელიც გამოდგება)
• 500 გრ პომიდორი ჩერი
• 1 თავი ნიორი
• 1 ს. კ. ხმელი ორეგანო
• მარილი, წიწაკა
• 2 ს.კ. კარაქი და ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
საშუალო ზომის ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ქათმის მკერდის ორივე მხარე-მარილში, შავ წიწაკაში და ორეგანოში ამოვავლოთ, დავდოთ ტაფაზედა 5 წუთის განმავლობაში შევწვათ  თითო გვერდი. დავუმატოთ შუაში გაჭრილი პომიდვრები, დასრესილი ნიორი, ბოლოს დავუმატოთ კარაქი და რეჰანი და დაახლოებით 15 წუთი გავაჩეროდ ნელ ცეცხლზე.

By: ნინულა ასათიანი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com