ფსტის და ვაშლის ტარტი

6_issue_culinart50

დესერტის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები
※ ფხვიერი ცომი:
※ ფქვილი 250 გრ
※ კვერცხი 1 ცალი
※ კარაქი 150გრ
※ შაქრის პუდრი 75გრ
※ ვანილი 5გრ

შიგთავსი:
※ კვერცხი 4 ცალი
※ შაქარი 125გრ
※ ვანილი 5გრ
※ ფსტა 75გრ
※ მჟავე ვაშლი1კგ
※ 1 ცალი ლიმონის ცედრა
※ 1 ცალი ლიმონის წვენი
※ დარიჩინი 5გრ
※ ნაღები 35% იანი 500 გრ

დესერტის მომზადების წესი:
ცომი:
ავიღოთ ფქვილი, დავუმატოთ შაქრის პუდრი, 5 გრ ვანილი, გახეხილი ცივი კარაქი 1 ცალი კვერცხი, მწიკვი მარილი და ეს მასა კარგად და სწრაფად გადავურიოთ . შევინახოთ ცომი მაცივარში 40 წთ.
შიგთავსი: ავიღოთ 3 ცალი კვერცხის გული , ავთქვიფოდ 75 გრ შაქართან ერთად გათეთრებამდე; დავუმატოთ ვანილი, 50 გრ მოხალული, წვრილად დაჭრილი ფსტა, 1 ცალი ლომონის ცედრა, დარიჩინი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. მიღებულ მასას დავუმატოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ვაშლი, ცალკე ავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა, დავუმატოთ 50 გრ შაქრის პუდრი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, (ცილა ავთქვიფოთ გამკვრივებამდე); შემდეგ ეს მიღებული მასები ერთმანეთში დელიკატურად გადავურიოთ; ცხიმწასმულ ფორმაში ჩავდოთ მაცივრიდან
გამოღებული გაბრტყელებული ცომი და შიგთავსი ფრთხილად დავასხათ. 500 გრამი თხლად დაჭრილი ვაშლი დავალაგოთ ზევიდან გადავუსვათ გათქვეფილი 1ცალი კვერხის გული და 1 ს/კ ნაღები. შევდოთ ცხელ ღუმელში. ვაცხობთ 180 გრადუსზე 40 წთ .

By: ნიკა მეტრეველი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com