ინგრედიენტები:
* ფქვილი – 350 გრ
* კარაქი (ცივი) – 60 გრ
* შაქარი – 30 გრ
* მწიკვი მარილი
* 1 ც. კვერცხი
* 1 ან ½ ჭიქა ნახევრად ტკბილი ღვინო (ღვინოს ცომის კონსისტენციის მიხედვით ვასხამთ)
შიგთავსი:
* რიკოტას ყველი – 500 გრ
* შაქრის პუდრი – 150 გრ
* 1 ც. ფორთოხლის ცედრა (შესაძლებელია ცოტა ლაიმის ცედრის დამატებაც)
კენკრის სოუსი:
* ჟოლო – 250 გრ
* შაქარი – 150 გრ
* ცუკატები (გასაფორმებლად)
მომზადების ტექნოლოგია: ფქვილი და კარაქი ავზილოთ ერთმანეთში, ქვიშის კონსისტენციის მიღებამდე.
დავამატოთ შაქარი და მარილი, შემდეგ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. მიღებულ მასას ჩავუმატოთ იმდენი რაოდენობის ღვინო, რომ ცომი ელასტიკური გახდეს. შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთი.
შიგთავსი
რიკოტას ყველს დავამატოთ პუდრი და ცედრა, მოვურიოთ და გავატაროთ საცერში, უფრო ნაზი კონსისტენციისთვის. სასურველია, მიღებული მასა გავაჩეროთ მაცივარში.
კენკრის სოუსი
დავაბლენდეროთ ჟოლო, შაქართან ერთად და გავატაროთ საცერში. გაცივებული ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ თხელი რგოლები, გადავაკრათ მილისებურ ფორმაზე და კარგად შევუკრათ კიდეები. ამის შემდეგ ჩავუშვათ გაცხელებულ ზეთში და შევწვათ 3-4 წუთის განმავლობაში (ოქროსფერის მიღებამდე), მოვაცილოთ მილისებური ფორმა და დავაცადოთ გაცივება. საკონდიტრო ტომარა დავტენოთ უკვე გაცივებული რიკოტას კრემით და მოვრთოთ, – გვერდებზე ფერადი ცუკატებით, ზემოდან კი კენკრის სოუსი მოვასხათ.
By: იანა პობედონოსცევა