(4 პორცია)
ინგრედიენტები:
წაბლი – 2 კგ
ნაღები – 200 გრ
საშუალო ზომის წითელი ხახვი – 2ც.
ტრუფელის პასტა (სურვილისამებრ) – 3 ს.კ.
მარილი
შავი წიწაკა
ზეთი
მომზადების წესი:
წაბლი კარგად გავრეცხოთ, დავსეროთ ჯვარედინად და მოვხარშოთ. კარგად რომ მოიხარშება, ამოვიღოთ გულები და გავაგრილოთ. ამასობაში მოვთუშოთ ხახვი და წაბლთან ერთად დავაბლენდეროთ. გავათხელოთ სასურველ კონსისტენციამდე, დავუმატოთ ტრუფელის პასტა, ნაღები და გავაფორმოთ კამით.
By: თეკუნა გაჩეჩილაძე