კრემის მომზადებისთვის საჭირო
ინგრედიენტები:
• შესქელებული რძე – 1 ქილა
• წყალი – 1 ლ.
• კვერცხის გული – 4 ც.
• შაქარი – 1.5 ჭ.
• ფქვილი – 1.5 ჭ.
• ვანილი – გემოვნებით
• კარაქი – 200 გრ
მომზადების წესი:
1 ქილა შესქელებული რძე გახსენით ერთ ლიტრ წყალში და წამოადუღეთ. ამასობაში კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ, როდესაც რძიანი მასა წამოდუღდება, კვერცხისა და ფქვილის მზა მასა ჩაუშვით ქვაბში და კვლავ ათქვიფეთ. კრემის გაცივების შემდეგ შეგიძლიათ ათქვიფოთ მოხარშული კრემი, 200 გრ კარაქი, ვანილი, და კონიაკი – გემოვნებით.
ინგრედიენტები:
• კომში – 10 ც.
• ვანილი – გემოვნებით
• დარიჩინი – გემოვნებით
• ნიგოზი – 250 გრ
• შაქარი – გემოვნებით
მომზადების წესი:
კომში გაჭერით შუაზე, ამოიღეთ გულები, შეავსეთ ცოტა წყლით და შედგით ღუმელში 10 წუთის განმავლობაში – 150 გრადუს ტემპერატურაზე, ისე რომ, წყალი აორთქლდეს. ცალკე აიღეთ გახეხილი ნიგოზი, შეურიეთ შაქარი, დარიჩინი და ცოტა ვანილი. ნახევრად გამომცხვარ კომშებში მოათავსეთ 1 ჩ.კ. ეს მასა და 15 წუთის განმავლობაში ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ და კრემი მოასხით. შეგვიძლია გავაფორმოთ შოკოლადით.
By: ქეთი ბაქრაძე