გოგრის სუპი

5_issue_culinart5

(4 ადამიანისთვის)
ინგრედიენტები:
• გოგრის პიურე – 200 გრ
• ნაღები – 100 გრ
• გახეხილი ჯინჯერი – 25 გრ
• ქარის პუდრა – 10 გრ
• ტობასკო – 2-3 წვეთი
• მარილი – გემოვნებით
• პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
2-3 კგ წონის სქელკანიან გოგრას მოაჭერით თავი ისე, რომ მისცეთ ქვაბის ფორმა და გამოასუფთავეთ. ჩაასხათ
150 გრ წყალი და აცხვეთ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ცალკე აიღეთ გოგრის ნაჭრები და მოხარშეთ კანიანად. მიღებული მოხარშული მასისგან კი გააკეთეთ პიურე. შეინახეთ ის წყალი, რომელშიც გოგრა მოხარშეთ. ქვაბში მოთავსებულ პიურეს დაუმატეთ ჯინჯერი, ქარი, ტობასკო, ნაღები და გოგრის მონახარში წყლით იმ კონსისტენციამდე გაათხელეთ, როგორიც გსურთ. დაუმატეთ მარილი და ფერადი პილპილი – გემოვნებით. კარგი იქნება, თუ გოგრაში ჩასხმულ სუპს ბოლოს ცოტა გოგრის ზეთს მოასხამთ.

By: ქეთი ბაქრაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com