სატაცურის სალათი თაფლის საწებლით

4_issue_culinart132

სატაცურის სალათი/ 4 ადამიანზე
* 400 გრ. სატაცური
* 600 გრ. მწვანე ლობიო
* 2 დიდი კონა „რუკოლა“
* 600 გრ პომიდორი
(სასურველია „ჩერი“, მაგრამ ჩვეულებრივი პომიდორითაც მშვენიერი გამოდის). სურსათის რაოდენობა გემოვნებისამებრ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ უმჯობესია, თუ თანაბრად გადანაწილებთ სალათში.

მომზადების წესი:
ზეითუნის ზეთში 5 წთ. ვთუშოთ მწვანე ლობიო და სატაცური, შემდეგ გავაშროთ ხელსახოცზე, რომ სალათს ზედმეტი ცხიმი არ შეყვეს. დაკეპილ „რუკოლას“ და პომიდორს შევურიოთ მწვანე ლობიო და სატაცური.

თაფლის საწებელი
* 10 გრ. თაფლი
* 50 გრ. არახისი
* 10 გრ. შაშკვლავი
* 30 გრ. ზეითუნის ზეთი
* 1/2 ლიმონის წვენი
(2 ჩ.კ. თაფლი და დანაყილი ან წვრილად დაჭრილი მიწის თხილი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ 2 ჩ. კ. „ბალზამიკო“, ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი და 1/2 ლიმონის წვენი, კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ და მოვასხათ სალათს. მარილი – გემოვნებით და სალათიც მზად არის.

ნივრიანი პური
სურსათის სარგო:
* 500 გრ. პურის ფქვილი
* 2.5 გრ. საფუარი
* 1 ჩ.ჭ. წყალი
* 1 თავი ნიორი
* ½ ჩ.კ. მარილი
* 30 გრ. ზეითუნის ზეთი
* 20 გრ. გამხმარი შაშკვლავი

მომზადების წესი:
1 ჩ. ჭ. თბილ წყალში გახსნილ საფუარს დავუმატოთ ფქვილი და მარილი, ვზილოთ, სანამ მასა ხელზე აღარ მიგვეკრობა. დავამრგვალოთ საშუალო ზომის ცომის ბურთებად, დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე და დაველოდოთ, როდესაც ამოფუვდება (დაახლ. 30 წთ.), შუაში ჩავჭრათ, ჭრილებში ნიორი ჩავყაროთ და შევდგათ 150-170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. დაახლ. 20 წუთში ღუმელშივე პურებს ზემოდან წავუსვათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ შაშკვლავი. როდესაც პური ფერს შეიცვლის და ზემოდან მოიბრაწება, შეგიძლიათ გამოიღოთ და მიირთვათ.

საზამთროს ფრეში
სურსათის სარგო:
საზამთრო, ყინული.

მომზადების წესი:
საზამთროს მოვაშოროთ კურკები და ავთქვიფოთ ყინულთან ერთად, სილამაზისთვის შეგვიძლია გავაფორმოთ ლაიმის თხელი ნაჭრებით.

By: მაკო მეტრეველი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com