მარინადე

4_issue_culinart3

სურსათის სარგო:
* კურდღელი
* 100-200 გრ. ნიახური
* 5-6 კბილი ნიორი
* 2-3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
* ტომატის „პასტა“
* სოკოს ან ქათმის წყალში
გაზავებული ნახარში
* როზმარინი
* მარილი
* შავი პილპილი
* 1-2 ჭიქა თეთრი ღვინო

მომზადების წესი:
ეს ყველაფერი მოვათავსოთ ღრმა ტაფაში, დავდგათ საათნახევრით დაბალ ცეცხლზე, მოვაყაროთ როზმარინი, შავი წიწაკა, მარილი და კურდღელი 24 საათის მანძილზე მაცივარში, წყალში უნდა შევინახოთ. სასურველია წყალი 1-2-ჯერ გამოვუცვალოთ. 24 საათის გასვლის შემდეგ დავჭრათ 8 ნაჭრად, დავდოთ ღრმა ტაფაზე, დავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთნიახური, ნიორი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე საათნახევრის მანძილზე.ამ პერიოდში კურდღელი მთლიანად დაიდუღებს წყალს,შემდეგ ცოტათი უნდა ავუწიოთ ცეცხლიდა ორივე მხრიდან დავბრაწოთ. დავადოთ როზმარინის 3 ცალი პატარა ტოტი, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, 1 ჭიქა თეთრი ღვინო,მოვასხათ ნახევარი ჭიქა „ნაბეღლავი“ ბრაწვის დროს ,რომელიც უფრო არბილებს ხორცს (ძალიან უხდება როგორც კურდღლის, ასევე ღორის ხორცსაც, განსაკუთრებით ბარკლის
ნაჭრებს).ყველაფერი უნდა აორთქლდეს თეთრ ღვინოში. შემდეგ ისევ დაბალ ცეცხლზე დავდგათ და დავასხათ ტომატის პასტის, წყლის და ნახარშის ნარევი. გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე, თუ საჭიროა დავამატოთ „ნაბეღლავი“. დასრულებული კერძი შეგიძლიათ მაშინვე მიიტანოთ სუფრასთან ან გააჩეროთ რამდენიმე საათი.შემდეგ კი, ისევ დადგათ დაბალ ცეცხლზე, დაასხათ ცოტა წყალი რომ არ მიიწვას და 20-30 წუთში მიიღებთ კიდევ უფრო გემრიელ კერძს. საათების მანძილზემძაფრდება არომატი. კარგი იქნება, თუ კურდღლის ხორცთან საკაზმად მოამზადებთნიახურიანი და გუდის ყველიანი/„გაუდიანი“ პიურეს, რომელიც საოცარ არომატს აძლევს მას. მიირთვით თეთრ მსუბუქი ღვინოსთან ერთად, სასურველია იყოს მწვანე და ქისი.

By: ვანო მაჭავარიანი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com