გამომცხვარი მთის კალმახი ველური ბრინჯით და შინდის სოუსით.

4_issue_culinart

სურსათის სარგო:
ბრინჯის ფლავისთვის:

300 გრ. ველური ბრინჯი
(წითელი, შავი ან ყავისფერი ბრინჯების ნარევი)
50 გრ. სიმინდის ზეთი
2 ბულგარული წითელი ან მწვანე
2 საშუალო ზომის წითელი ხახვი
2 ჩ.კ. მთლიანი კოწახური
50 გრ. სოიოს სოუსი (ან მეტი გემოვნებით)
2 ჩ.კ. მწვანე ხახვი

შინდის საწებლისთვის:
500გრ. შინდი
1 ჩ.კ. ჯანჯაფილი
1-2 კბილი ნიორი
50 გრ. სოიოს სოუსი
მარილი, წიწაკა და შაქარი გემოვნებით
ნახევარი კონა ქინძი (სურვილისამებრ)

კალმახისთვის:
4 საშუალო ზომის კალმახი
2 ცალი ლიმონი
1 კონა პიტნა
50 გრ. ზეითუნის ზეთი
მარილი წიწაკა

მომზადების წესი:
გამოვშიგნოთ თევზი, შემდგომ კარგად გავამშრალოთ და დავტენოთ დაჭრილი ლიმონითა და პიტნით.
მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 10-12 წუთის მანძილზე.
სასურველია ბრინჯი მოვხარშოთ ბრინჯის სახარშ ქვაბში. წვრილად დაჭრილი ბულგარული და ხახვი მოვთუშოთ დიდ ტაფაზე, დავუმატოთ ველური ბრინჯი, სოიოს სოუსი და კოწახური.ეს ყველაფერი შევწვათ მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ სოიო გემოვნებით და მწვანე ხახვი. შინდი წამოვადუღოთ, გავხეხოთ, გამოვუღოთ კურკები და ავთქვიფოთ ჯანჯაფილთან, სოიოს სოუსთან, ნიორთან და ცოცხალ ქინძთან ერთად.
თუ ძალიან მაჟვე იქნება, დავუმატოთ ცოტა ოდენი შაქარი. შევკმაზოთ მარილითა და წიწაკით და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ. დიდ თეფშზე დავდოთ შემწვარი ბრინჯის ფლავი, ზემოდან დავადოთ გამომცხვარი კალმახი და მოვასხათ თბილი შინდის სოუსი. თეფში გავაფორმოთ ლიმონითა და ცოცხალი პიტნით.

By: თეკუნა გაჩეჩილაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com