ორაგულის „ტარტარი“

3_issue_culinart135

ინგრედიენტები:
* 200 გრ. ორაგულის „ფილე“
(თევზი უნდა იყოს ძალიან ახალი და ნედლი)
* 1 ხახვი „შალოტი“ – წვრილად დაჭრილი
* 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
* 1/2 ჩ.კ. „ვუსტერის“ საწებელი
* 1/2 ჩ.კ. „ტაბასკო“
* ცოტა კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი
* წვრილად დაჭრილი 1 ლაიმი
* 1 ავოკადო
* 50 გრ დაჭრილი ნიგოზი
* მსხვილად მოხალული სეზამი
* რუხი პურის თხელი ნაჭრები

წვრილად დაჭერით ორაგული (უნდა დააქუცმაცოთ). დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი „შალოტი“, „ტაბასკო“, „ვუსტერის“ საწებელი, ზეითუნის ზეთი, მწვანილები და მარილი. დაამატეთ 1/2 ლაიმის წვენი (სეზონურად შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ 1/2 ფორთოხლის წვენიც). კარგად აურიეთ. ციტრუსის წვენში თევზი 5 წუთზე მეტი არ გააჩეროთ, რადგან ორაგული უმი უნდა იყოს. ავოკადო გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით. მოასხით 1/2 ლაიმის წვენი. შეურიეთ დაჭრილი ნიგოზი და ცოტა მწვანილი. თეფშზე კერძის მოსათავსებლად დაგჭირდებათ სპეციალური მრგვალი მეტალის ფორმა, 8-10 სმ დიამეტრით, სიმაღლით – 8 სმ. პურის ნაჭერი ფორმის ზომაზე გამოჭერით და გააფიცხეთ ტაფაზე ან „ტოსტერში“. მეტალის ფორმა დადეთ თეფშზე, პირველ ფენად ჩადეთ მასში შეფიცხებული პური, შემდეგ ჩაასხით ავოკადოს მასა და კოვზით კარგად მოასწორეთ ზედაპირი. შემდეგი ჩააფინეთ ორაგული. შეავსეთ ფორმა გამზადებული ნაზავით, შემდეგ ფრთხილად მოხსენით ფორმა. უნდა მიიღოთ ფენებიანი კერძი. გასაფორმებლად მოაყარეთ ზემოდან მოხალული სეზამის მარცვლები, თავზე კი დააწყვეთ მწვანე ხახვი და კამა.

By: ქეთუნა ყრუაშვილი და სეზარი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com