* 100 გრ. კარაქი
* 100 გრ. შაქარი
* 125 გრ. ფქვილი
* 2 კვერცხის გული
* 5 გრ. გამაფხვიერებელი
* დარიჩინი
მომზადების წესი:
კარაქი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ გამაფხვიერებელი და ერთმანეთში არეული კვერცხის გული და ფქვილი. შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით.
„კრემ მუსლინი“:
* 1 ლ. რძე
* 6 კვერცხის გული
* 150 გრ. შაქარი
* 120 გრ. კრემ „პატისიერის“ პუდრი
* 25 გრ. პისტაციის პასტა
* 200 გრ. კარაქი
* 500 გრ. 35% ნაღები
* 1 ვანილის ჩხირი
მომზადების წესი:
რძე დავადგათ დაბალ ცეცხლზე ვანილის ჩხირთან ერთად. პარალერულად ავთქვიფოთ გათეთრებამდე კვერცხის გული და შაქარი, დავამატოთ „კრემ პატისიერის“ პუდრი და დავასხათ ადუღებული რძე, თან სწრაფად ვურიოთ, რომ კვერცხი არ ჩაგვეხარშოს.
შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. გადმოდგმის შემდეგ დავუმატოთ კარაქი. გადმოვიღოთ გაშლილ ჭურჭელში, გადავაფაროთ ცელოფანი და გავაციოთ. ავთქვიფოთ მიქსერით და ხის კოვზით შევურიოთ ამოყვანილი ნაღები. გავყოთ ორ ნაწილად კრემი და ერთ ნაწილს შევურიოთ ფისტაციის პასტა.
ფხვიერი ცომი 170° 20 წთ. ვაცხოთ. გამომცხვარზე წავუსვათ გამზადებული კრემი და თავისუფალ ადგილებში დავალაგოთ ნაირნაირი კენკრა და ბურთებად ამოჭრილი ნესვი.
By: მიხეილ ავსაჯანიშვილი