მე და კულინარია ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, კერძების მომზადება სამწუხაროდ არ მეხერხება. უცხოური სამზრეულოებიდან გამორჩეულად ეთიოპიური და ტაილანდური მომწონს. ტაილანდურ სამზარეულოში აქცენტი ძირითადად კეთდება მსუბუქად მომზადებულ კერძებზე – ძლიერი, არომატული კომპონენტებით. ტალიანდური კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით. ბალანსი, დეტალები და მრავალფეროვნება აქ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ეთიოპიური სამზარეულოს ძირითადი მახასიათებელიც მისი პიკანტურობაა, როგორც წესი, ის ცხარე ბოსტნეულის და ხორცით დამზადებული კერძებისგან შედგება.
სასმელს რაც შეეხება,კონიაკს და ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას,გააჩნია გარემოს და სიტუაციას.
ჩემთვის კომფორტული გარემოა იქ, სადაც ხმამაღალი მუსიკა არ უკრავს და ადამიანებთან ურთიერთობაა შესაძლებელი. მაგ., აქ, მაღაზია "LifeStyle"-ში ნამდვილად არაჩვეულებრივი გარემოა, ლამაზი და კომფორტული, სადაც კომფორტისთვის აუცილებელი ბევრი ნივთი ვნახე.