საჭირო მასალა
* 350 გრ სულგუნი
* 5-7 ღერი პიტნა
* 4-5 ღერი ქინძი
* 1 კბ ნიორი
* 100 გრ გაწურული მაწონი
* 100 გრ არაჟანი
* 100 გრ ისპანახი
* 400 გრ მოხარშული ღომი
* მარილი გემოვნებით
გებჟალიას ბურთულები
დავჭრათ სულგუნი 1 სმ სისქის ნაჭრებად, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 5 წუთი. გადავწუროთ და გავიმეოროთ პროცესი. პარალელურად, წვრილად დავჭრათ ნიორი, ქინძი, პიტნა, მწვანე წიწაკა, ცოტა მარილი და დავაბლენდეროთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ავიღოთ სულგუნის ნაჭერი, გადავუსვათ ბლენდერში მომზადებული მწვანე მასა, ხელის გულზე გავაბრტყელოთ და გავწუროთ. გამოსული წვენი შევინახოთ. სანამ სულგუნი ცხელია, სწრაფად გავაკეთოთ ბურთულა, ისე, რომ მწვანე მასა შიგნით მოექცეს. ასე გავაკეთოთ 6 ყველის ბურთულა.
მაწვნის სოუსი
ერთმანეთს ავურიოთ მაწონი, არაჟანი და შევურიოთ სულგუნიდან გამოსული წვენი.
მწვანე ღომი
მოვხარშოთ ღომი, ცალკე დავაბლენდეროთ ისპანახი, 2 ღერი პიტნა ცოტა წყალთან ერთად და ღომში ამოვზილოთ. თეფშზე დავალაგოთ სულგუნის ბურთულები, მოვასხათ მომზადებული მაწვნის სოუსი და გვერდზე მივუდოთ მწვანე ღომი. გავაფორმოთ პიტნით.
By: მერიკო გუბელაძე