მინი ტარტები შოკოლადით

მოიმარაგეთ ცომისათვის:
* 100 გრ კარაქი
* 200 გრ ფქვილი
* 1 ს.კ შაქარი
* 2 კვერცხის გული
კრემისათვის:
* 150 გრ შოკოლადი (50-70%)
* 150 მლ 20-22 % ნაღები
* 20 გრ კარაქი
* მწიკვი მარილი
* ალუბალი, დათლილი ნუში ან დატეხილი ნიგოზი

როგორ მოვამზადოთ
ოდნავ შერბილებული კარაქი, შაქარი და ფქვილი ხელით დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა, დაუმატეთ მსუბუქად ათქვეფილი 2 კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. თუ ცომი არ შეიკრა, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს.კ რძე ან წყალი. გაახვიეთ ცომი საკვების შესაფუთ პარკში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი გაყავით 8 ნაწილად, გააბრტყელეთ და ჩადეთ ტარტის ფორმებში, ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, აცხვეთ 10-12 წუთი. (თუ თქვენ ტარტალეტის პატარა ფორმებში აცხობთ, ცომი ალბათ 10-12 ნაწილად უნდა დაყოთ). სანამ ტარტები ცხვება, ქვაბში გააცხელეთ ნაღები, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით. ცხელ ნაღებში ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი და ურიეთ განუწყვეტლივ, სანამ შოკოლადი არ დადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ მარილი და კარაქი, ურიეთ კარაქის სრულ გალღვობამდე და დადგით გასაგრილებლად. როდესაც ტარტები გაგრილდება, გადაანაწილეთ შოკოლადის კრემი, ჩააწყვეთ კურკაგამოცლილი ალუბალი, მორთეთ ნუშით ან ნიგვზით. მირთმევამდე სასურველია გააგრილოთ მაცივარში.

By:Foodography

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com