Business Lunch

10_Issue_CulinArt81

სოფო ჩოგოვაძე
(ვენდის, დანქინ დონატს საქართველო, გენერალური დირექტორის მოადგილე მარკეტინგის მიმართულებით)

მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი საქმიანობის შესახებ?

10 წელზე მეტია, რაც მარკეტიგნის სფეროში ვმოღვაწეობ, და სხვადასხვა ინდუსტრიასა და პოზიციაზე მუშაობით, საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება მივიღე. ბოლო სამი წელია, აქტიურად ვარ გლობალური ბრენდების „ვენდისა“ და „დანქინ დონატსის“ საქართველოს ბაზარზე შემოყვანის, დამკვიდრებისა და წარმატებით ოპერირების პროცესში ჩართული.
ბიზნესის სფეროში მოღვაწეობის გარდა, ძალიან მიყვარს სტუდენტებთან მუშაობა და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) მარკეტინგის ფაკულტეტის ლექტორი ვარ.

რამდენად განსაკუთრებული დღესასწაულია თქვენთვის ახალი წელი?

ვინაიდან ოჯახში სამი პატარა წევრი გვყავს, ახალი წელი ჩვენთან ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომლის შესახვედრად განსაკუთრებული მზადებაა და საოცარი ხალისითა და განწყობით ვხვდებით.

როგორ ემზადებით ამ დღესასწაულისთვის?

მზადების პროცესს საკმაოდ ადრე ვიწყებთ. ვინაიდან, სანტას სურვილების შესახებ წერილებს ნაძვის ხის ქვეშ ვუტოვებთ, ვცდილობთ დეკემბრის დასაწყისში დავდგათ სახლში ნაძვის ხე, რომ სანტას საკმარისი დრო დავუტოვოთ საჩუქრების მოსაძიებლად.

წელს რას სთხოვდით თოვლის ბაბუას?

ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრებისგან და სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმდენი ადამიანის სურვილების ასრულებაზე ვფიქრობ, რომ საკუთარ სურვილებზე ფიქრის დრო აქამდე ნამდვილად არ მქონია, თუმცა რაიმეს აუცილებლად მოვიფიქრებ.

გაქვთ თუ არა ახალ წელთან დაკავშირებული ოჯახური ტრადიციები?

ბოლო ცხრა წელია, რაც ჩვენს ოჯახს პატარა წევრები შემოუერთდენ და ყოველთვის ახალი წლის ღამეს ჩვენთან სახლში, ოჯახის წევრები გაფართოებული შემადგენლობით ვხვდებით.

რომელი კერძებია ტრადიციული თქვენს საახალწლო სუფრაზე?

ახალ წელს, ძალიან მომწონს ლამაზად გაფორმებული სუფრა, თუმცა არ მიყვარს ტრადიციული, ბევრი კერძების მომზადება. ყოველთვის ვცდილობ სუფრისთვის, რაღაც განსაკუთრებული, წინა წლისგან განსხვავებული კერძის მომზადებას, თუმცა ინდაურის საცივისა და გოზინაყის გარეშე, ჯერ არც ერთ ახალ წელს არ შევხვედრილვართ.

როგორ გეგმავთ ახალი წლის აღნიშვნას?

ტრადიციულად სახლში, ოჯახის სრულ შემადგენლობასთან ერთად. ოჯახური ტრადიცია გვაქვს, – 11 საათზე ვიკრიბებით, ერთად ვვახშმობთ, ერთმანეთს უამრავ საჩუქრებს ვჩუქნით, ზარ-ზეიმით ვაცილებთ ძველს და ვხვდებით ახალ წელს. მეორე ნაწილს ტრადიციულად, როგორც ქართველების უმეტესობა, უფრო მოგვიანებით ვგეგმავ.

„ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“ როგორ ხვდება ახალ წელს? როგორი გეგმები გაქვთ?

ვინაიდან, ჩვენი რესტორნების მომხმარებლების დიდი ნაწილი ბავშვები არიან, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო აქტივობა დავგეგმოთ, რომ საახალწლოდ ჩვენს პატარა სტუმრებს საზეიმო განწყობა შევუქმნათ.
ასევე, წლის ბოლომდე, ვისოლ ჯგუფის კიდევ ერთი დიდი კომპლექსური ობიექტის გახსნა იგეგმება, ასე რომ წელს, ნამდვილად ძალიან ცოტა დრო მექნება მომზადებისათვის. აქტიური და მრავალრიცხოვანი გეგმებიდან გამომდინარე ამ წელს არ მოესწრება, მაგრამ 2016 წლის დასაწყისში აუცილებლად გვექნება საახალწლო ღონისძიება, სადაც ყველა ერთად ავღნიშნავთ კიდევ ერთი წარმატებული წლის დასასრულს.

როგორია თქვენი საახალწლო ნაძვის ხე?

ყოველთვის სადა, კეთილი, თბილი და სახლში მრავალრიცხოვანი ბავშვების გამო, რა თქმა უნდა რბილი და უსაფრთხო.

დესერტი კარამბული
კეთდება კერამიკულ ან მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში, რითაც უნდა მივიტანოთ სუფრაზე.

10_Issue_CulinArt82

ქვედა ფენა:
1. 5-6 ცალი ვაშლი
2. 1 ცალი ლიმნის ან ფორთოხლის ცედრა და წვენი
3. 2 ს.კ. (1/3 ჩ.ჭ) შაქარი

ზედა ფენა:
1. ½ ჩ.ჭ. შაქარი
2. ½ ჩ.ჭ. ფქვილი
3. 100 გრ. ცივი კარაქი კუბებად დაჭრილი
4. ½ ჩ.ჭ. ჰერკულესი
5. ½ ჩ.ჭ. დაჭრილი ნიგოზი
ცხვება 160° 30-40 წთ.
მიირთვით ცხლად ნაღებთან ან ნაყინთან ერთად.

მომზადების წესი:
1. გაბრტყელებულ ცომს ვყოფთ 10 ნაწილად 2. ვთლით ვაშლებს და ვაცლით გულებს 3. ვავლებთ შაქარში და ვტენით წინასწარ მომზადებული გულსართით 4. ვახვევთ თითოეულ ვაშლს ცომში 5. ზემოდან ვუსმევთ კვერცხის გულს და ვაცხობთ 200° 30-40 წუთი.

შესაძლებელია სამარხვო ვერსიის დამზადებაც თუ კარაქს ჩავანაცვლებთ მარგარინით.
ჰაეროვანი დესერტი – „ვაშლი ცომში“
1. 10 ც. ვაშლი (ანტონოვკა ან მწვანე)
2. 400 გრ. ფენოვანი ცომი
3. გულსართი:
a. 1 ჩ.ჭ. შაქარი
b. დაჭრილი ნიგოზი
c. დაჭრილი ქიშმიში
d. დანის წვერზე კარაქი

10_Issue_CulinArt83

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com