ნინო ჩუბინიშვილი / დიზაინერი
00:01 კულინარია არის… ისევე როგორც ყველაფერი, კულინარიაც შემოქმედებითი პროცესია.
00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ…ხშირად არაფერს,რაიმე ერთს მაგ 1 ყველს ან 2 კვერცხს. თუმცა სულ სავსეც არის ხოლმე , ზოგჯერ გატენილიჩ 🙂
00:03 არ გამისინჯავს… მაიმუნი
00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს…" სუში" მე მხოლოდ კიტრიანი "მაკი-მაკი " მიყვარს
00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა...le moule
00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია… ბროწეული და კომბოსტო
00:07 არ გავა დღე რომ არ ვჭამო… არ ვიცი რას ვჭამ , ყოველდღე ყავას ვსვავ კიდევ წყალს:)
00:08 გემრიელად ვამზადებ… ქათამს ალბათ, წინა ცხოვრებაში ქათამი ვიყავი:)
00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ…"მუხაცაკატუხაში" (ახვლედიანის 15 , ყოფილი პეროვსკაიას ქუჩა)
00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია…
00:11 საუკეთესოდ ამზადებს… მარიანა ჭყონია
00:12 ნამდვილი გურმანია… მარიანა ჭყონია
00:13 ჩემი საყვარელი დესერტია… სახარა
00:14 როცა მშიერი ვარ……გული მიმდის ან ადვილად ვღიზიანდები
00:15 როცა მაძღარი ვარ...I Feel sleepy, მეძინება:)
00:16 ჩემი საყვარელი კოქტეილია… არ ვსვავ კოქტეილებს
00:17 როცა მთვრალი ვარ...ვისვენებ
00:18 ყველაზე უცნაური კერძი, რაც გამისინჯავს… შემწვარი გველი რომელიც დღემდე მძულს
00:19 ვერასოდეს გავსინჯავ…
00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… პატარა ბავშვივით დედას და მამას მიერ მომზადებული კერძები , არადა უკვე დიდი ვარ 🙂 ყველაზე მეტად კი მახარებს როდესაც ჩემი ქმარი დათო " ყიყლიყოს " მიმზადებს
00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ… არც მახსოვს რა არის დიეტა
00:22 მადა ჭამაში მოდის? უი არა მადა ჭამაში კმაყოფილდება
00:23 რა პროდუქტი ხარ შენ? მე ვარ ვენახი:))) ყურძენი ქარვასავით მზის შუქზე მოელვარე
00:24 სადილს უხდება… მუსიკა… მუსიკა უხდება სადილს, გააჩნია რას მიირთმევ და მერე შესაბამისად მუსიკაც შეიძლება შეურჩიო
00:25 რისი ფობიაა„სიტოფობია?“ … " სოტოფობია" რა არის საერთოდ
00:26 გასინჯეთ… 19 წლის ვიყავი რომში საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა. იქ ლუდის ბარში ვუკვეთავდით საზამთროს "ფისტაჩკებით" გაგისინჯავთ? მგონი გიჟები ვეგონეთ, ეგრეც იყო, მაგრამ იქაც ექსპერიმენტს ვაკეთებდით… შუა იტალიაშია გურმანების ქვეყანაში სულ ვჭამდით. 10 კილო მოვიმატე…. მიირთვით თაფლი და ყველი ერთად, თუ არ გაგისინჯავთ ან საზამთრო და ყველი.