Food ბლიცი

4_issue_culinart97

ნინო სურგულაძე / მომღერალი

00:01 კულინარია არის…საკვების მომზადების ხელოვნება 

00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ...წყალს, სალათის ფურცლებს, კიტრს და პომიდორს.ასევე კვერცხს ლიმონს , ყველს, კარაქს და ყურძენს

00:03 არ გამისინჯავს...ლოკოკინა და გველი , ასევე სოკოს არცერთი სახეობა არ გამისინჯავს ქამის და ტრუფელის გარდა

00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს…"ტირამისუ"

00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა…პომიდორი და კარაქი

00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია…ხილი- მაყვალი და მარწყვი, ბოსტნეული- პომიდორი

00:07 არ გავა დღე რომ არ ვჭამო…ვაშლი ტაფამწვარი

00:08 გემრიელად ვამზადებ…ამბობენ რომ საცივს , აჯაფსანდალს, ბლინებს, ხაჭაპურს თინუსის სალათს და პასტას

00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ...დედა და ჩემი პედაგოგი გულიკო კარაული

00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია…ბოლონია და თბილისი.ბასკების სამზარეული სუპერ

00:11 საუკეთესოდ ამზადებს...ბებია მერი დვალი, დღემდე მახსოვს და არ მავიწყდება მისი "ნაპოლეონის" გემო 

00:12 ნამდვილი გურმანია… დეპარდიე და ბევრი სხვა ჩემის ჩათვლით

00:13 ჩემი საყვარელი დესერტია…Mille foglie და თეთრი ბლის მურაბა

00:14 როცა მშიერი ვარ……ცუდ ხასიათზე ვარ

00:15 როცა მაძღარი ვარ… ძილი მერევა 

00:16 ჩემი საყვარელი კოქტეილია…" მოჰიტო"

00:17 როცა მთვრალი ვარ… არ ვსვავ, ბოლოს ჩემ დაბადების დღეზე დავლიე ორი ჭიქა და კეთილგანწყობილ და კარგ ხასიათზე გახლდით

00:18 ყველაზე უცნაური კერძი, რაც გამისინჯავს…კორეაში თაფლში  დამზადებული და ათასობით ძაფებად გაწელილი  ტკბილეული

00:19 ვერასოდეს გავსინჯავ… ცხენის ხორცს , ჭაჭას

00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… დედას შემწვარი ტყემლიანი კარტოფილი

00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ...ყველზე და ხორცზე

00:22 მადა ჭამაში მოდის? ყოველთვის არა გააჩნია რას მიირთმევ

00:23 რა პროდუქტი ხარ შენ? მე ვარ დესერტი " ნაპოლეონი"

00:24 სადილს უხდება… მუსიკა.. მშვიდი მუსიკა…ფონად ჯაზი…სიმპონიური მუსიკა ან ბუნებაში მხოლოდ ჩიტების ჟრიამული. მე მუსიკა სულ ყურებში მაქვს და როცა  ხმამაღლა არ ისმის მე  ის სულ მესმის

00:25 რისი ფობიაა„სიტოფობია?“ საჭმლის მიმართ შიში , მე ეს ფობია მხოლოდ სოკოს მიმართ მაქვს

00:26 გასინჯეთ… საზამთრო და პური ერთად ყველი, ყურძენი და თაფლი. პური , ზეთი მარილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com