„წიწაკაც დაამატე” (მასალა: თეთრი თიხა, ანგობა, ჭიქური)
კერამიკა და კულინარია ჰგვანან ერთმანეთს, ორივე ბევრი ინგრედიენტისგან შედგება და მიუხედავად უდიდესი თავისუფლებისა, თუ პროცესში მთლიანად ჩართული არ ხარ და კონკრეტულ წესებს არ მიჰყვები, მარტივად შეიძლება „ბისკვიტი ჩაგივარდეს”.
დიდხანს ვფიქრობდი, რომელი ბოსტნეულის ფორმა შემერჩია, თავისთავად ყველა ბოსტნეული სრულყოფილი და ლამაზია.
ჩემი აზრით, წიწაკას განსაკუთრებული ხასიათი აქვს, ამიტომაც პროექტი დავიწყე წიწაკით.
შემდეგ ვნახოთ რა იქნება…
ირინა ჯიბუტი, კერამიკოსი
ფოტო: LIG Studio