ნიკოლოზ დობორჯგინიძე
(Samsung Electronics-ის წარმომადგენელი საქართველოში )
რაც დრო გადის, ჩვენს ქალაქში, აზიური სამზარეულოს მოყვარულთა რიცხვი მუდმივად იზრდება, ახალი კერძები, ნარევი, უცხო გემოები, აღმოსავლური ეგზოტიკა, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„კულინArt”-ის ამ ნომრისთვის ჩემი რესპოდენტია Samsung Electronics-ის წარმომადგენელი საქართველოში, აზიური სამზარეულოს განსაკუთრებული მოყვარული, – ნიკოლოზ დობორჯგინიძე.
ნიკოლოზს სახლში ვესტუმრეთ. თანამედროვე დიზაინის ბინაში, გემოვნებიანი მუსიკა ისმოდა. სამზარეულოში კი, ნიკოლოზი, როგორც ნამდვილი პროფესიონალი, საოცარ როლებს ამზადებდა და კერძის შესახებ მიყვებოდა. ყოველ წინადადებაში იგრძნობოდა, მისი ინტერესი და გატაცება აზიური სამზარეულოთი. მიაჩნია, რომ სხვა სამზარეულოებთან შედარებით, აზიური უფრო მსუბუქი და ჯანმრთელია და კერძის მომზადებისას, ბევრი ცოცხალი პროდუქტი გამოიყენება.
მაგიდაზე სქელყდიანი კულინარიული წიგნი შევამჩნიე, – აზიური კერძების რეცეპტები ერთ-ერთი ცნობილი შეფ- მზარეულისგან. ახლა წიგნის შესწავლის და საჭირო ინგრედიენტების შეგროვების პროცესია. სამწუხაროდ, თბილისში არ არის მარტივი საჭირო ინგრედიენტების შეძენა.
დღის განმავლობაში სულ მცირე რვა საათის განმავლობაში მუშაობს, არის დღეები, როცა სამუშაო დრო გაცილებით მეტია. უყვარს კულინარია, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ცდილობს ხშირად გამონახის დრო ამ ჰობისთვის. წლების წინ რესტორან „გრაცში“ მუშაობდა, როგორც რიგითი მზარეული. მიყვება, რომ კერძების მზადების გარდა, იქ შრომა და მისი ფასიც ისწავლა.
სახლში სტუმრების მიღება და მათთვის კერძების მომზადება უყვარს, თუმცა არა ხალხმრავალი სტუმრიანობა. ადრე უფრო ხშირად ახერხებდა ასეთი საღამოების მოწყობას, ახლა მეტად დატვირთულია.
კერძებიდან ყველაზე მეტად სისხლიანი სტეიკი უყვარს. ბავშვობის პერიოდში კი, შემწვარი კარტოფილი იყო მისთვის განსაკუთრებული კერძი. ახლაც ძალიან უყვარს, თუ სახლში არის მომზადებული.
განიხილავს იდეას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ვეგეტარიანელი გახდეს, ჯერჯერობით კვლევის პროცესშია, ცალსახად ვერსად ამოიკითხა, რომ ხორცი მავნებელია,
Fresh Spring Rolls
მენიუ: მისოს სუპი, როლები (მაგალითად, კალიფორნია).
ინგრედიენტები:
• სალათის ფოთოლი
• სტაფილო
• მწვანე ხახვი
• კიტრი
• ქინძი
• ქათამი/ხამანწკები
• ლაფშა (Glass Noodles)
• ბრინჯის ფურცელი (შეგიძლიათ შეიძინოთ აზიურ რესტორნებში
ბრინჯის ფურცელი ისე მოათავსეთ წყლიან ჯამში, რომ წყლის დონემ დაფაროს ფურცელი. მწვანე ხახვს მოაჭერით თავი, რომ არ ჰქონდეს მძაფრი გემო, კიტრი გაჭერით შუაზე და კოვზით მოაცილეთ შიგთავსი, შემდეგ დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. სტაფილოც დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ქინძის ღეროს მოაცილეთ ფოთლები. როლის მომზადებისთვის, ქინძის მხოლოდ ფოთლები გამოიყენეთ. ლაფშა მოათავსეთ წყლიან ჯამში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი 5 წუთის განმავლობაში მოათავსოთ მდუღარე წყალში. როდესაც ლაფშა დარბილდება ეს ნიშნავს, რომ მზად არის. პარალელურად მოხარშეთ ქათმის გაუყინავი ფილე, ხარშვის დროს აუცილებლად დაუმატეთ ლიმონის 1 თხელი ნაჭერი და პატარა ნაჭერი ჯინჯერი. ამოიღეთ ბრინჯის ფურცელი, დაადეთ სალათის ფოთოლი, შემდეგ კიტრი, სტაფილო, ქათამი ან ხამანწკა, მოასხით ძმარი და სეზამის მარცვლების ზეთი (არ არის აუცილებელი) ბოლოს გადაახვიეთ ბრინჯის ფურცელი.
არც მხოლოდ ცხოველების სიბრალული არის მისთვის არგუმენტი, რადგან მცენარეებსაც აქვთ გარკვეული დოზით შეგრძნებები. ბიზნესს ლანჩზე სიარული ხშირად უწევს, უმეტესად აზიურ რესტორნებს ირჩევს. თავად საკმაოდ სწრაფად ამზადებს, თუმცა შემდეგ სამზარეულო არის ძალიან არეული. საკუთარი თავისთვის მზადება არ უყვარს, თვლის რომ ეს მოსაწყენია, რადგან კერძს გამზიარებელი სჭირდება. ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, თუმცა დრო და დრო „Fast Food“-ის ტიპის რესტორნებსაც სტუმრობს, – ცდილობს, ეს იშვიათად მოხდეს… თვლის, რომ საქმიანი ლანჩი საქმისთვის სასარგებლოა, ეს ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბებას.
დღევანდელი ლანჩისთვის ეს კერძი შეარჩია, თვლის რომ ქალბატონისთვის იდეალური ლანჩია. თუ ლანჩი მამაკაცთან აქვს, ასეთ შემთხვევაში სხვა ტიპის მენიუს ირჩევს. იდეალური ლანჩისთვის საუკეთესო ადგილი – იაპონური რესტორანი.
ფოტო: LIG Studio