ბოსტნეულის „Pakora“
საუზმეზე, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძია. ყოველთვის, ახალი ბოსტნეული და ბარდის ფქვილი, ნებისმიერი წვეულების საუკეთესო დასაწყისია. ახლად მომზადებული „Pakora“ შეუცვლელი კერძია ასევე, ვეგეტარიანულ კულინარიაშიც. შეგიძლიათ, მარტივად ცვალოთ ან დაამატოთ ბოსტნეული, თქვენი გემოვნების მიხედვით. სტაფილო, წიწაკა, სოკო, ჭარხალი-უსასრულოდ დიდი არჩევანია იმისთვის, რომ თქვენი საკუთარი რეცეპტით მოამზადოთ „Pakora“.
გერიელად მიირთვით, With love, Pyara se!
„Pakora“ ისპანახით და ხახვით
• ბარდის ფქვილი – 250 გრ.
• ხორბლის ფქვილი – 200 გრ.
• გახეხილი კარტოფილი – 1 დიდი ფინჯანი
• დაჭრილი მწვანე ხახვი – 1 დიდი ფინჯანი
• დაჭრილი ისპანახი – 1 დიდი ფინჯანი
• ნიორი – 4 დიდი კბილი (დაჭრილი)
• ქარის სუნელი – 1 ს/კ
• ძირა – ½ ს/კ
• მარილი – ½ ს/კ
• შავი წიწაკა – 1 ჩ/კ
• სოდა – 1 ს/კ
• წყალი – 300 მლ.
• მზესუმზირის ზეთი – 1 ლ.
მომზადების წესი:
დიდ თასში მოათავსეთ ყველა იგნრედიენტი ერთად და კარგად აურიეთ ხელით. მიღებული მასა უნდა იყო რბილი და წებოვანი. თუ მშრალი გამოგივიდათ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.
ჩაასხით მზესუმზირის ზეთი დიდ ქვაბში და მოათავსეთ გაზქურაზე. დაელოდეთ, რომ ზეთი კარგად გაცხელდეს. შემდეგ სუფრის კოვზით ამოიღეთ პატარა ზომის ცომის გუნდები თასიდან და ფრთხილად ჩაუშვით გაცხელებულ ზეთში, როდესაც გუნდა ოქროსფერს მიიღებს, ამოიღეთ ქვაბიდან და გადაიტანეთ ლანგარზე.
მოამზადეთ პომიდვრის საწებელი წითელი წიწაკით და ნივრით. მიირთვით „Pakora“-სთან ერთად.