ისტორიები და რეცეპტები
გენერალ დე გოლის მენიუდან – თევზის წვნიანი და ნივრიანი პური
მთელი ცხოვრება მაინტერესებდა, როგორ მზადდება კარგი, გემრიელი, კაცური თევზის წვნიანი, და ერთ დღესაც „ჩვენი გზები გადაიკვეთა“…
მე და შარლ დე გოლის საყვარელი წვნიანი ერთ საინტერესო წიგნში შევხვდით ერთმანეთს.
არის ასეთი მზარეული _ ჟოელ ნორმანი, რომელიც 30 წელი მსახურობდა საფრანგეთის პრეზიდენტთა სამზარეულოში, პარიზში, სენტ ონორეს 55 ნომერში – ელისეს სასახლეში.
ჟოელ ნორმანი რამდენიმე პრეზიდენტს ემსახურა – დაწყებული შარლ დე გოლიდან – ჟაკ შირაკით დამთავრებული. პრეზიდენტების გემოვნებამ _ ყველას კაპრიზმა და მსუნაგობამ
ახლა კი წვნიანის რეცეპტი, რომელიც ძალიან უყვარდა გენერალ დე გოლს
ტაფაზე, ზეითუნის ზეთში მოთუშეთ ხახვი, რგოლებად დაჭრილი სტაფილო, დაუმატეთ ნიახურის დაჭრილი ძირები, ნიორის რამდენიმე კბილი, 2-3 პომიდორი, წინასწარ დაკუწული, 1 კოვზი ტომატის პასტა. როცა მოითუშება, დაამატეთ დაფქვილი ქონდარი, მარილი და პილპილი გემოვნებით, 250 გრამი თეთრი ღვინო, და დაელოდეთ, ვიდრე ღვინო ამოქრება…
როცა ღვინო აორთქლდება, ქვაბში ჩაამატეთ წყალი და ერთხელ წამოადუღეთ. მიიღებთ გემრიელ ბულიონს, სადაც ჩაამატებთ სხვადასხვა სახეობის წინასწარ გასუფთავებულ და დაჭრილ თევზს. თევზი მალე იხარშება, არ გადაგეხარშოთ.
ბოლოს, ბულიონში ამატებთ ცალკე სხვა ქვაბში მოხარშულ კალმარებს, მიდიებს, მელანთევზას და ხამანწკებს – ანუ ზღვის სხვადასხვა პროდუქტს (ზღვის პროდუქტები ცოტა გვიან იხარშება, ამიტომ წინასწარ ვხარშავთ, რომ შესაბამისად, თევზეული არ გადაგვეხარშოს).
როცა წვნიანი ადუღდება, დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი და კერძი მზადაა. ცხელ-ცხელი კერძი ღრმა თეფშებზე ჩამოასხით და ნივრიან პურთან ერთად მიირთვით. დიახ, „ბუიაბესს“გახუხული პური უხდება. იყიდეთ მზა ცომი ან თავად მოზილეთ, დაჭერით ჭიქით, თანაბარ ნაჭრებად. გადაუსვით მარილი და პილპილი, დანაყილი ნიორი და ზეთი. გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.
„მის ქვაბში გაიარა“.
ერთ მშვენიერ დღესაც, ნორმანმა წიგნი გამოუშვა, სადაც მისი ნაცნობი პრეზიდენტის მენიუ გამოაქვეყნა. ჟოელ ნორმანი წიგნში „გემრიელად ჭორაობს“, ამიტომაც წიგნი „არომატული“ – ლაღად საკითხავი, ფრანგული იუმორითა და გემოვნებით შეზავებული გამოვიდა.
მე ამ წიგნში ბევრი საინტერესო დეტალი ვიპოვე, რომელიც ჩემს სამზარეულოში „დავპატიჟე“ და აი, ასეთია შარლ დე გოლის „ბუიაბესიც“ _ ნამდვილი გლეხური ფრანგული წვნიანი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ.
მე ამ წვნიანმა ორმაგად მომხიბლა. ის შარლ დე გოლის რჩეულია და ამიტომაც უკვე „მეჭკვიანება“. ადამიანის, რომელიც საფრანგეთმა ჟანა დ’არკივით და ნაპოლეონივით ეროვნულ გმირად აქცია.
დე გოლს რთული ეპოქა ერგო _ ფაშიზმი გავარვარებული ღუმელივით მძვინვარებდა ევროპაში. 1940 წლის 6 ივნისს დე გოლი მარშალმა პეტენმა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა…
1940 წლის 22 ივნისს მარშალმა პეტენმა საფრანგეთის ჩრდილოეთი ზავით დათმო, სადაც ფაშისტური გერმანიის რეჟიმი შევიდოდა.
თავმოყვარე შარლ დე გოლმა სამშობლო სირცხვილს ააშორა – საფრანგეთი დატოვა და ლონდონიდან რადიო „ბიბისის“ ეთერით განსაცდელში ჩავარდნილ საფრანგეთს მიმართა: „ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომს მოვიგებთ!“
გენერალმა დე გოლმა ფრანგები ერთი იდეის გარშემო გააერთიანა – „სამშობლო და ღირსება!“
ამ პატარა რეცეპტში ბუმბერაზი გენერლის ბიოგრაფიას მთლიანად ვერ მოვყვები, მაგრამ ერთს აუცილებლად ვიტყვი: 1965 წელს, ხელმეორედ, 7 წლით არჩეულმა გენერალმა დე გოლმა პოსტი მეორედ დატოვა. პარიზის ქუჩებში დემონსტრაციები დაიწყო, ახალგაზრდები ახალი ცხოვრებისკენ მიილტვოდნენ, ქუჩაში ტრანსპარანტები გამოჩნდა: „წაიყვანეთ დე გოლი არქივში!“ გადამდგარმა გენერალმა ბოლოს ასეთი ფრაზა თქვა: „როგორც ჩანს, მე საფრანგეთს მოვბეზრდი, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მეც მომაბეზრეს თავი ამ ფრანგებმა…“
გემრიელია, და რაც მთავარია _ ისტორიული. ეს ხომ გენერალ დე გოლის საყვარელი წვნიანია!