სადილი 20 GEL

იმისათვის, რომ გემრიელი და არატრადიციული ვახშამი მიირთვათ, სულაც არ არის აუცილებელი რესტორანში წახვიდეთ. ამისათვის საჭიროა ცოტა შთაგონება, გამბედაობა და ჯიბეში 20 ლარი.
უპირველეს ყოვლისა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც გიყვართ და გაქვთ შინ. მთავარია ისიამოვნოთ პროცესით და კერძიც გემრიელი გამოვა.

1_culinart_issue57

1_culinart_issue58

1_culinart_issue59

1_culinart_issue60

შინ მოგეპოვებათ:
* 3 კბილი ნიორი
* 1 სუფრის კოვზი თაფლი
* ბრინჯი 200 გრ.
* შაქარი 1 ს.კ.
* ორი მოზრდილი ზომის ხახვი

მომზადების წესი:
• აუცილებელია, რომ ყველა ინგრედიენტი წინასწარ გარეცხოთ, გაასუფთაოდ და დაჭრათ.
• ბრინჯი წამოადუღეთ, გადაწურეთ, დაასხით ადუღებული წყალი და მოხარშეთ.
• ღრმა ფორმის დაფა გარეცხეთ და დაასხით ზეთი. ზეთთან ერთად ჩაყარეთ ცოტა ჯინჯერი და ამოიღეთ, სანამ დაწვას დაიწყებს.
• ხორცი უნდა იყოს მშრალი.

1_culinart_issue61

ხორცი გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაყარეთ გახურებულ ტაფაზე. მაღალი ცეცხლი აუცილებელია იმისათვის, რომ ხორცი ზედმეტად არ გამოშრეს. როგორც კი ხორცი შეიბრაწება, დაამატეთ ბოსტნეული.

* ხახვი
* ჯინჯერი
* ხის სოკო
* შამპინიონი
* პრასი
* წიწაკა
* მწვანე წიწაკა, და განუწყვეტლივ ურიეთ.

1_culinart_issue62

როგორც კი ბოსტნეული აირევა, ხორცში უნდა ჩავამატოთ:
* სოიო
* 1 ს.კ. შაქარი
* 1 ს.კ. თაფლი
* დაფხვნილი წიწაკა გემოვნებით
* 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
არ დაგავიწყდეთ პერმანენტულად მორევა.
მზა კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ახალი ხახვი და ცოტა პრასი.
გარნირად გამოიყენეთ ბრინჯი, და გემრიელი ვახშამი 4 კაცზე, მზად არის.

1_culinart_issue63

P.S: შეგიძლიათ გაზარდოთ ბოსტნეულის და ბრინჯის რაოდენობა და კერძი გააორმაგოთ.

ფოტო: ანა ლორთქიფანიძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com