ქათმის ღვეზელი სურინამიდან
ტროპიკული ტყეებით განთქმული, ულამაზესი ქვეყანა სურინამი, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სურინამის კულტურას განსაზღვრავს სხვადასხვა ეროვნების ხალხი მთელი მსოფლიოდან: ინდოელები, ინდუსტანელები, აფრიკელი ინდონეზიელები, ჩინელები, ლიბანელები, ბრაზილიელი და ჰოლანდიელები. ამ შერეული სახოგადოების ორი მთავარი შემაკავშირებელი და სოციალური საქმიანობა არის: ცეკვა და კვება ამაღლებულ განწყობაზე. მას შემდეგ, რაც მე დავიბადე და გავიზარდე სურინამულ, ინდუსტრიულ ოჯახში, სურინამული კულტურის ამ საოცარი შეგრძნებების ნაწილი მინდა თქვენც გაგიზიაროთ. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოშიც არ არსებობს წვეულება ქართული ცეკვისა და სუფრის გარეშე. სწორედ ამიტომ მე შემოგთავაზებთ სურინამულ კერძს, რომელიც ქართული სულისკვეთებით მოგიმზადეთ.
საჭირო მასალა:
ახალი დამარილებული ქათმის ხორცი, კვერცხი, ბარდა, მჟავე კიტრი (პიკულები), მწვანილი, სუნელები და (ცომი). კერძში ასევე იგრძნობა ჰოლანდიური ინგრედიენტების გავლენა, მაგალითად კიტრი, ხახვისა და კიტრის მჟავე აზიურ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა ჯინჯერი და კარდამონი. მომზადებული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ლანჩზე ან სადილად. ასევე შვედური სუფრასაც დაამშვენებს.
ღვეზელის შიგთავის მასალა:
• 1 დიდი ჭიქა (200 მლ) მოხარშული და მომზადებული ქათამი დაჭრილი(კუბიკებად 1ხ1 სმ)
• 1 დიდი ჭიქა პატარა, მწვანე ბარდა,
• ½ ჭიქა სტაფილო მოხარშული მცირე კუბიკებად დაჭრილი (1ხ1 სმ)
• 2 სუფრის კოვზი კაპერსი პატარა ნაწრებად დაჭრილი
• ½ ჭიქა დაჭრილი მოტკბო/მომწარო კიტრის მწნილი
• ½ ჭიქა დამარინადებული დავჭრათ კუბიკებად(შეგიძლიათ ხახვის და კიტრის მწნილი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გავაჩეროთ ძმარში)
• 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი
• ½ ჭიქა დაჭრილი ნიახური
• 1 ხახვი საშუალოდ დაჭრილი
• 4 კბილი ნიორი, დაჭრილი
• 2 ს/კ ტომატის პასტა
• 1 ს/ კ გახეხილი ჯინჯერი და 1 კოვზი ჯინჯერის ფხვნილი
• 1 ს/კ კარდამონის ფხვნილი
• 4 ს/კ შაქარი
• 3 ს/კ მარილი
• 1 ჩ/კ დაფქვილი წითელი წიწაკა(სურვილისამებრ)
• 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
• 150 მლ წყალი
ღვეზელის ცომის რეცეპტი:
დიდ თასში განვათავსოთ 500 გრამი ფქვილი, დაჭრილი ცივი კარაქი და ერთი კვერცხი, დავასხათ 100 გრამი ცივი წყალი და კარგად მოვზილოთ ცომი. მიღებული მასა მოვათავსოთ მაცივარში ნახევარი საათით. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან კალკის ქაღალდზე სამფენად გავაბრტყელოთ, გადავახვიოთ და შევდოთ ისევ მაცივარში. ეს უნდა გავიმეოროთ ოთხჯერ, ცომი ფუმფულა, რომ გამოვიდეს.
ცომის რეცეპტი:
• 500 გრ ფქვილი
• 500 გრ ცივი კარაქი
• 1 კვერცხი
• 1 კვერცხი ათქვეფილი
• 1 ჩაის კოვზი მარილი
• 100 მლ ცივი წყალი
ღვეზელი შიგთავსის რეცეპტი:
მშრალი დაჭრილი ხახვი, ნიორი, ჯინჯერი, ილი და წითელი წიწაკა დავყაროთ ზეთიან ტაფაზე, და ვურიოთ საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ სტაფილო, ტომატის პასტა, შაქარი და მარილი. ორი წუთის შემდეგ დავასხათ წყალი, კვლავ კარგად აურიოთ და 8 წუთი გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე, რომ სტაფილო კარგად დარბილდეს. შემდეგ დავამატოთ მოხარშული, დაჭრილი ქათმის ხორცი, მწვანე ბარდის მარცვლები, კიტრის და ხახვის მწნილი დაჭრილი, კაპერსი და ურიოთ 3 წუთის განმავლობაში საშულოზე მაღალ ტემპერატურაზე. შეგვიძლია ასევე დავამატოთ შაქარი და მარილი გემოვნებისამებრ. პიკანტური და მსუბუქად მოტკბო- მომჟავო არომატი უნდა იგრძნობოდეს. ამის შემდეგ ავიღოთ დაჭრილი, მაგრად მოხარშული კვერცხი, ნიახური და დავყაროთ მაღალ ცეცხლზე მომცრო ქვაბში და მოურიოთ. 1 წუთის შემდეგ გადმოვდგათ, გავაგრილოთ და ჩავყაროთ მომზადებულ ქათმის შიგთავსთან ერთად.
გამოვიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ ისე, რომ ცომის სისქე ½ სმ შეადგენდეს. დანით 6 ნაწილად დავყოთ, ისე რომ თითოეული იყოს 10 ხ 10 სმ. ავიღოთ სავსე სუფრის კოვზი მომზადებული ღვეზელის შიგთავსი და დავაყაროთ ცომის პატარა ნაჭერს და მოვკრათ. ღვეზელს შეგვიძლია მივცეთ ნებისმიერი ფორმა. შემდეგ ზემოდან წაუსვათ კვერცხი და ზეთი. გამზადებული ქათმის ღვეზელები 25 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. და როგორც ჩვენთან ამბობენ სურინამში Nყang Sweeti! გემრიელად მიირთვით!