პროფესია დედა

1_culinart_issue54

თიკა ფაცაცია

თითოეული ბავშვი, რომელიც მსოფლიოში იბადება, ბოლო დაბადებულზე უკეთესია წერდა ჩარლზ დიკენსი, თუმცა ჩვენი სტატიის გმირი საკუთარ შვილებზე ამას ნამდვილად ვერ იტყვის. მართალია მისი შვილები ერთმანეთზე უკეთესები არიან, მაგრამ თიკას ყოველი მათგანი ერთნაირად უყვარს. ანდრო, იოანე, ალექსანდრე
თიკა ფაცაცია უკვე სამი ვაჟის დედაა.
ყველაზე უმცროსი ალექსანდრე ორი თვის წინ დაიბადა. დედა ჯერ ისევ „დეკრეტშია“ და ისვენებს. „ისვენებს“ ალბათ ხმამაღალი ნათქვამია
ახალშობილის დედას ხომ მოსვენება არ აქვს. დედა ალექსანდრეს დაბადებიდან ანებივრებს. ის დედის რძით იკვებება და როგორც თიკა ამბობს, ჭამს მაშინ როცა უნდა და რამდენიც უნდა. „მივხვდი, რომ ბუნებამ რაც შექმნა და როგორც დაგეგმა, ის არის ყველაზე სწორი. დედის რძე  არის მთავარი. ანდროს სამი თვე ვაჭამე, იოანეს ექვსი. ალექსანდრეზე ვნახოთ, როგორ გამოვა.“ შვილის კვების გრაფიკში ჩასმას არ აპირებს  მიდგომა აქვს ასეთი. ანდრო და იოანეც საკუთარ ჭკუაზე დადიან  თიკა არ აძალებს. „მოშივდებათ შეჭამენ. დაძალება არ მიყვარს, არც აქვს აზრი… ვერ ვიტყვი, რომ უჭმელი შვილები მყავს, ყველაფერს დოზირებულად იღებენ, უბრალოდ ვიცი, რომ დაძინებამდე ორი საათით ადრე არ უნდა ჭამონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდად არ არიან, ამიტომ ცოტა ხნით ადრე ვახშმობენ.“ ახლა ოჯახში ყველაზე მეტ ყურადღებას ალექსანდრეს აქცევენ. ახალშობილის კვებას რაც შეეხება, მართალია ჯერ დედის რძეს მიირთმევს, თუმცა თიკა პედიატრის რჩევებს მიყვება. უკვე კარგად წამოზრდილი

1_culinart_issue55

ბავშვთა კვება
ორი შვილის მიუხედავად, მაინც არ ახსოვს რომელი თვიდან იწყება რაციონში ფაფის, წვნიანისა და ხორცის დამატება. „რატომღაც მავიწყდება ზუსტად რომელ თვეში რა კომპონენტი ემატება კვების რაციონს. ჩემს პედიატრზე ვარ მინდობილი. თითქოს ახლახან გავიარე ეს ყველაფერი. იოანე სამი წლის არის, მაგრამ მაინც არ მახსოვს. რამდენიმე თვეში დავუმატებ ფაფას. იოანეს დაფასოებულ ფაფებს ვაჭმევდი. ჩემს შვილებს ალერგიისადმი მიდრეკილება აქვთ. იოანე რძესაც კი ჰიპოალერგიულს სვამდა. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვარ ამ მხრივ. როდესაც უკვე შეეძლო პირდაპირ წიწიბურას ჭამა, სახლში ვამზადებდი. საერთოდ არ ვცნობ დაბლენდერებულ საკვებს. ჩემს შვილებს არაფერს ვუბლენდერებ. ვუსრისავ, ვაქუცმავებ. უმჯობესია თავიდანვე მიეჩვიონ.“
ანდროს და იოანეს კვალს მიყვება ალექსანდრეც. „ახლა მინდა ხილის წვენები მივცე. ეს აუცილებელი და სასარგებლოა. ბოლო დროს ოჯახის ყველა წევრი გაწურულ წვენებზე გადავედით. ყოველდღე ვსვამთ ვაშლის, სტაფილოს, ჭარხლის წვენებს.“
სამი შვილის დედა ცდილობს, რომ ბავშვების კვების რაციონი ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავდეს. წლების წინ, უფროსი შვილი – ანდრო აშშ-ში დაიბადა. მაშინ თიკა გამოუცდელი იყო, ამერიკელი პედიატრების რჩევა-დარიგებებს მიყვებოდა. „რომ მახსენდება, როგორ იკვებებოდა ანდრო, ცუდად ვხდები. რძეს არც ვაცხელებდი, პირდაპირ იმ ტემპერატურისას ვასმევდი, როგორსაც ვყიდულობდი. ახლა რომ ვუფიქრდები, წარმოუდგენლად მიმაჩნია. თუმცა რა მექნა? რასაც ექიმები მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი. ალბათ სადაც ცხოვრობ, იქაურობას ერგები.“
ახლა თიკა ქართულ რეალობას, ქართველ პედიატრებს არის „მორგებული“, და სამი ბიჭის დედას, ყოველთვის ახსოვს სამი სახელი: ანდრო, იოანე, ალექსანდრე…
პროფესიით დედაა და იმიტომ!

1_culinart_issue56

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com